Apple-მა მომხმარებელს რამდენიმე სიახლე გააცნო, კომპანიამ წარადგინა iOS 14, ასევე საკუთარი მეხსიერების ბარათების დამზადების გეგმები და კიდევ არაერთი სხვა პროექტი, რომლის განხორციელებასაც აპირებს. ამის შესახებ თავად ტიმ კუკმა ვიდეომიმართვით ამცნო თანამშრომლებს და საზოგადოებას.
გთავაზობთ მთავარ ამბებს, რასაც Apple-სგან უნდა ველოდოთ:
iOS 14
ახალი ოპერაციული სისტემა ხელმისაწვდომი შემოდგომიდან გახდება. iOS 14-ს ექნება განახლებული ვიჯეტები, მათ შორის კალენდარი და რუკა. ასევე iOS 14-ს ექნება საკუთარი აპლიკაციების ბიბლიოთეკა, რომელიც ავტომატურად დააორგანიზებს აპლიკაციებს. ასევე მესენჯერის აპლიკაციაში დაემატება ახალი მემოჯები, მათ შორის ავატარი, რომელსაც პირბადე ექნება, ასევე ახალი ინტერფეისი და ა.შ.
საკუთარი “ჩიპები”
მომავალში ახალგამოშვებულ Mac კომპიუტერესებს ექნებათ Apple-ის დიზაინის ე.წ ჩიპები. კომპანია „ინტელის“ პროცესორს იყენებდა ბოლო 15 წელია. როგორც ტიმ კუკმა განაცხადა, Apple-ის ბრენდირებული “ჩიპების” შექმნა იქნება ძალიან დიდი ნახტომი კომპანიისთვის.
თარგმნის აპლიკაცია Translate
Apple-მა ახალი თარგმნის აპლიკაციის გაშვება დააანონსა, რასაც Translate ერქმევა. აღნიშნული აპლიკაცია რეალურ დროში ორი განსხვავებული ენიდან თარგმნას უზრუნველყოფს. კერძოდ, iPhone-ს თუ განვათავსებთ იმ ორ ადამიანს შორის, რომლებიც განსხვავებულ ენებზე საუბრობენ, ტელეფონში ჩაწერილი აპლიკაცია ამას რეალურ დროში გადათარგმნის.
Apple-ის მანქანის ციფრული გასაღები
Apple-ი აპირებს გამოუშვას ციფრული გასაღები, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას საკუთარი მანქანა მობილური ტელეფონის გამოყენებით გააღოს. ციფრული გასაღები iOS 14 და iOS 13 iPhone-ებზე იმუშავებს. ასევე ციფრული გასაღების სხვისთვის გაზიარებაც იქნება შესაძლებელი iMessage-ის საშუალებით.
AirPod
სიახლე იქნება AirPod-ებთან დაკავშირებითაც, კერძოდ, Apple-ის ყურსასმენების ავტომატურად დაკავშირება გახდება შესაძლებელი თქვენს კომპიუტერთან ან iPhone-თან, ეს ამ დრომდე ბლუთუზის საშუალებით იყო შესაძლებელი.
Apple-ის საათი
განახლებული იქნება Apple-ის საათიც. კერძოდ, მას დაემატება მომხმარებლის ძილის ჩვევების მთვლელი. ასევე პირველად ისტორიაში Apple-ის საათს ექნება ხელების დაბანის წამმზომი.
დატოვე კომენტარი