NHL-ის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის ჯამური შემოსავალი 2014-15 წლების სეზონში 121 მილიონი დოლარი იქნება, ხელფასებისა და სარეკლამო შემოსავლების ჩათვლით.
ლიგის წანყვანი ვარსკვლავი, Pittsburgh Penguins’-ის კაპიტანი, სიდნი კროსბი ამ მხრივაც ლიდერია – ერთი წლის განმავლობაში კროსბი $16.5 მილიონით გამდიდრდება, საიდანაც $12 მილიონს ხელფასის სახით მიიღებს. სიდნი კროსბი 2005 წელს გამოჩნდა NHL-ში და უკვე მეორე წელს მიაღწია უდიდეს წარმატებას – გახდა ლიგის ბომბარდირი და MVP. მას შემდეგ მან სტენლის თასიც მოიგო და ოლიმპიადაც, კანადის ნაკრების შემადგენლობაში. მიუხედავად იმისა, რომ 2011-13 წლებში კროსბის სერიოზული ტრავმები აწუხებდა, პიტსბურგელებმა 2012 წელს მას 12 წლით გაუგრძელეს კონტრაქტი, რომლის საერთო ღირებულებაა $104 მილიონი. არც შემცდარან – კროსბი ისევ საუკეთესო სპორტულ ფორმაშია.
NHL-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეისტების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. სიდნი კროსბი – $16.5 მილიონი
2. ში უებერი – $14.1 მილიონი
3. ალექსანდრ ოვეჩკინი – $14 მილიონი
4. ზაქ პარიზე – $11.8 მილიონი
5. ჰენრიკ ლუნდკვისტი – $11.7 მილიონი
6. რაიან სატერი – $11.2 მილიონი
7. ვინსენტ ლეკავალიე – $11 მილიონი
8. პაველ დაციუკი – $10.3 მილიონი
9. კლოდ ჟირუ – $10.3 მილიონი
10. ფილ კესელი – $10.3 მილიონი