საქსტატის ინფორმაცით, 2014 წელს საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში 11.6%-მდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელს 9.7% იყო.
საქსტატი განმარტავს, რომ 2014 წლის მონაცემი გაანგარიშებულია 2014 წლის 5 ნოემბრის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით.
2007-2013 წლის მოსახლეობის რიცხოვნობის გადაანგარიშება მოხდება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, მოხდება სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილის გადაანგარიშება 2007-2013 წლებისთვისაც.
2008 | 2009 | 2010 | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | |
სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (რეგისტრირებული სიღარიბე), (%) | 8.4 | 9.9 | 9.7 | 9.2 | 9.7 | 9.7 | 11.6 |