იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მედია მაგნატი 86 წლის ასაკში, გასულ თვეს გარდაიცვალა. მისი სამკვიდროს გახსნის შედეგად კი გაირკვა, თუ რა მიიღო მისმა ხუთმა შვილმა გარდაცვლილი მამის $6.8 მილიარდად შეფასებული ქონებიდან.
ბერლუსკონის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 6 ივლისს მისი ანდერძი გასაჯაროვდა. ბერლუსკონის გადაწყვეტილებით, ქონების უმეტესი ნაწილი გადაეცემათ მის შვილებს პირველი ქორწინებიდან, მარინასა და პიერ სილვიოს.
ამასთან, იტალიური კანონმდებლობის თანახმად, როდესაც გარდაცვლილს ჰყავს მრავალი შვილი, მაგრამ არ ჰყავს ცოცხალი მეუღლე, მემკვიდრეობის ⅔ შვილებს შორის თანაბრად უნდა გაიყოს. ქონების დარჩენილი ნაწილი, როგორც უკვე აღინიშნა, ბერლუსკონის გადაწყვეტილებით, მის უფროს შვილებს შორის თანაბრად განაწილდა.
შედეგად, Forbes-ის შეფასებით, მარინა და პიერ სილვიო ბერლუსკონებს მამისგან $1.9 მილიარდის ღირებულების მემკვიდრეობა, ხოლო დანარჩენ სამს, ბარბარას, ელეონორასა და ლუიჯის დაახლოებით $1 მილიარდის ქონება ერგოთ.
მამის აქტივების მემკვიდრეობით მიღების შემდეგ, Forbes-ის შეფასებით, მარინასა და პიერ სილვიოს ქონების ღირებულება 1.9 მილიარდ დოლარს შეადგენს. ხოლო ბარბარას, ელეონორასა და ლუიჯის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ქონება ერგებათ წილად.
გარდა შვილებისა, ბერლუსკონიმ 110-110 მილიონი დოლარი დაუტოვა თავის პარტნიორ ფასკინასა და უფროს ძმა პაოლოს. ყოფილმა პრემიერმა $33 მილიონი დაუტოვა მის პოლიტიკურ მოკავშირესა და ძველ მეგობარს, მარჩელო დელ’უტრის. ბერლუსკონის საკუთრებაში არსებული დანარჩენი ნაღდი ფული კი მის შვილებს შორის თანაბრად გადანაწილდება, მას შემდეგ, რაც ისინი გადაიხდიან მემკვიდრეობის გადასახადს, რომლის მოცულობაც 4%-ია.
ანდერძში, რომელიც ბერლუსკონიმ 2022 წლის იანვარში, საავადმყოფოში ყოფნისას დაწერა, ის მემკვიდრეებს შემდეგი სიტყვებით ემშვიდობება: „დიდი სიყვარულით ყველას!“. ერთ წელზე მეტი ხნის შემდეგი კი მან მემკვიდრეებს საბოლოო საჩუქარიც გადასცა: მისი მილიარდები.