დასტინ მოსკოვიცი იოგას ოსტატივით კმაყოფილი ჩანს თავისი კარიერის მეორე ეტაპით, მაგრამ Facebook-ისთვის უცხო როდია გულდაწყვეტილი (თუმცა კი საგულისხმოდ მდიდარი) ყოფილი თანამშრომლები. გავიხსენოთ თანადამფუძნებლები ედუარდო სავერინი – რომელმაც წილის გამო სამართლებრივი დავის დროს დატოვა კომპანია – და კრის ჰიუზი – რომელმაც, ამას წინათ, აშშ- ის მთავრობას სოციალური მედიის ამ გიგანტის დაშლისკენ მოუწოდა.
იქვე არის ბრაიან ექტონიც – WhatsApp-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც ეს უკანასკნელი Facebook-ს 2014-ში, კომპანიიდან წასვლამდე, $22 მილიარდად მიჰყიდა, 2017-ში კი ე.წ. არაფიქსირებული სააქციო გრანტების სახით $850 მილიონის ჯარიმა გადაიხადა. თავისი ჩივილები მან 2018 წლის 31 ოქტომბრის Forbes-ში გაასაჯაროვა – რამდენიმე თვის შემდეგ, რაც Twitter-ში დაეწერა “დროა.
#წაშალეfacebook-ი“ (“It is time .#deletefacebook”) – პოსტი, რომელიც მთელ მსოფლიოში დატრიალდა. “საბოლოო ჯამში, მე ჩემი კომპანია გავყიდე, – გვითხრა ექტონმა.- გავყიდე ჩემი მომხმარებლების კონფიდენციალობა უფრო დიდი სარგებლის სანაცვლოდ. არჩევანი გავაკეთე და კომპრომისზე წავედი. და ყოველდღე ამით ვცხოვრობ“.
დატოვე კომენტარი