„სინგულარი“ უკვე ერთი წელია, წარმოადგენს მსოფლიოს უდიდესი გეიმინგ კომპანია Flutter Entertainment Plc-ის ბრენდს. სულ რაღაც თორმეტი თვის განმავლობაში, „სინგულარმა“ მოახერხა დაემტკიცებინა, რომ Flutter-ის საერთაშორისო დანაყოფის ღირებული აქტივია.
2022 ტრანსფორმაციის წელი იყო; „სინგულარმა“ Flutter-ის ტექნოლოგიურ სტეკთან, საწარმოო სისტემებსა და პროტოკოლებთან ინტეგრირების შედეგად ჩამოაყალიბა ძლიერი პლატფორმა მასშტაბური ოპერაციებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის. გუნდმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა მოქნილობა და მიუხედავად დატვირთული პერიოდისა, რომელიც გამოწვეული იყო მსოფლიო ჩემპიონატით, წელიწადი მაღალი შესრულებით დახურა.
წარმატებული წლის იდეალურად დასასრულებლად, „სინგულარმა“ შთამბეჭდავი კორპორაციული შეკრება მოაწყო მზიან ლიმასოლში, კვიპროსში. სკოპიეს, თბილისისა და სლიემას ოფისის თანამშრომლების უმრავლესობა პირველად შეხვდა ერთმანეთს პირისპირ და ოთხი დაუვიწყარი დღე გაატარა ერთად. გუნდმა დაათვალიერა კუნძულის ღირსშესანიშნაობები, დააგემოვნა ადგილობრივი სამზარეულო და დაისვენა ულამაზეს სანაპიროებზე. ეს შესანიშნავი შესაძლებლობა აღმოჩნდა გუნდური მუშაობის გაძლიერებისა და ერთმანეთის კულტურისა და ღირებულებების უფრო ახლოს გაცნობისათვის, სოციალიზაციის, მხიარული გუნდური აქტივობების, გემრიელი საკვებისა და გრანდიოზული საშობაო წვეულების მეშვეობით.
„ძალიან მიხარია რომ აქ ვართ და „სინგულარის“ მთელი გუნდი ერთად აღვნიშნავთ კიდევ ერთ წარმატებულ წელიწადს. მთელი 2022 გამოწვევებით სავსე პერიოდი იყო და მე ვამაყობ გუნდით, რომელმაც შეძლო ეს გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაექმნა და უზრუნველყო სწრაფი, ხარისხიანი და ინოვაციური მომსახურება. მსოფლიოში უმსხვილესი გეიმინგ ჯგუფის Flutter-ის ბრენდად ყოფნის პირველი წლისთავის აღნიშვნა იმის დასტურია, რომ „სინგულარის“ გუნდი ქმნის საერთაშორისო მასშტაბის პროდუქტებსა და სერვისებს. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წელს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ ნაწილი აღმოვაჩინეთ, და გაცილებით მეტის მიღწევას შევძლებთ.“ – განაცხადა გიორგი შამუგიამ, „სინგულარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კორპორაციულ საშობაო წვეულებაზე.
ოპერაციული განახლებისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის გარდა, „სინგულარს“ ინდუსტრიაში მოწინავე გლობალური ჯგუფის ბრენდად ყოფნის სხვა უპირატესობები და ბენეფიტებიც შეეხო. „სინგულარის“ თანამშრომლებს ახლა შესაძლებლობა აქვთ შეიტანონ განაცხადები გლობალურ ვაკანსიებზე, რვა ქვეყანაში არსებულ Flutter-ის ნებისმიერ ოფისში. ისინი ასევე სარგებლობენ Flutter-ის ბრენდებს შორის ცოდნის გაზიარების შესაძლებლობით მრავალი ციფრული პლატფორმის საშუალებით, და ასევე შიდა ჰიბრიდული ღონისძიებებით, რომლებიც ორიენტირებულია ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებზე. ეს არის იმ ბენეფიტების პაკეტის მცირე ნაწილი, რომელიც სრულად ამოქმედდება 2023 წელს.
„სინგულარი“ უზრუნველყოფს Flutter-ს ინდუსტრიისთვის უნიკალური პროგრამული გადაწყვეტილებით მოდულური და მრავალვერტიკალური არქიტექტურის საშუალებით, რომელიც აღიარებულია როგორც ეფექტური ახლად რეგულირებულ ბაზრებზე შესასვლელად. პროდუქტებმა კიდევ ერთხელ მიიღეს ინდუსტრიის აღიარება, როდესაც „სინგულარმა“ მოიგო წლის საუკეთესო iGaming ტექნოლოგიის და მედია პროვაიდერის ჯილდო MiGEA-სგან (Malta’s Gaming Excellence Awards.)
Flutter არის მსოფლიოში რამდენიმე უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული ფსონების დადებისა და სათამაშო ბრენდების მფლობელი კომპანია, მათ შორის FanDuel, Sky Betting & Gaming, Sportsbet, PokerStars, Paddy Power და Sisal. 20-ზე მეტ რეგულირებულ ბაზარზე ოპერირებით, Flutter არის ლონდონის FTSE 100 და Euronext საფონდო ბირჟების ნაწილი და ადგენს პოზიტიური ცვლილებების დღის წესრიგს საკუთარ ინდუსტრიაში.
დატოვე კომენტარი