სკოლის ელექტრო ავტობუსები ყველაზე საინტერესო ელექტრომობილი ნამდვილად არაა, თუმცა ისინი ბავშვებისათვის იმ ჰაერის დაბინძურების გაუმჯობესებას მაინც ახერხებენ, რომელთაც ისინი ყოველდღე სუნთქავენ.
გასულ პერიოდში ბევრმა ავტომწარმოებელმა დააანონსა მსგავსი ტიპის ელექტრომობილების გამოშვება, რაც კლიმატური მიზნებისათვის საკმაოდ კარგი ამბავია. გარდა ამისა, აქტივისტები სახელმწიფოსაც აქტიურად მოუწოდებენ, მეტი ინვესტიცია განახორციელოს სკოლის ავტობუსების გაუმჯობესებაში.
მაგალითისათვის, გასულ თვეს ბაიდენის ინფრასტრუქტურის გეგმის დამტკიცების ერთ-ერთი ნაწილი სწორედ აღნიშნულ საკითხზე ყურადღების გამახვილება იყო. ფილტვების ამერიკული ასოციაცია კონგრესს მოუწოდებდა, რომ ამ გეგმის ფარგლებში სკოლის ელექტრო ავტობუსებში სრული ინვესტიცია განეხორციელებინათ 20 მილიარდი აშშ დოლარის სახით.
თუმცა, ამავე ასოციაციის განცხადებით, ინვესტიციის ეს რაოდენობა ავტობუსების მხოლოდ 1/5-სათვის იქნებოდა საკმარისი, რათა მათი ელექტრო ავტობუსებით ჩანაცვლება მომხდარიყო. საკუთარ ინიციატივას კი ასოციაციამ დაურთო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, ამერიკელთა 68% მხარს უჭერდა კონგრესის მიერ ნულოვანი გამონაბოლქვის ავტობუსებში ინვესტირებას. გამოკითხულთა 82% კი ამბობდა, რომ ჰაერის დაბინძურების შემცირება რესპუბლიკელთა და დემოკრატთა ინტერესებზე მაღლა დგას და მასზე ყველამ უნდა იფიქროს.
ამერიკის შეერთებული შტატების სასკოლო უბნებში უკვე გამოჩნდნენ ახალი ელექტრო ავტობუსები მიზნით, მომავალი თაობებისათვის უფრო ჯანსაღი გარემოს შეიქმნას. მოსახლეობის ასეთი მზაობის გამო კი უახლოეს მომავალში ამგვარი ავტობუსების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არის ნავარაუდევი. საინტერესოა ისიც, რომ მსგავსი პრაქტიკის დანერგვა მიმდინარეობს კანადაშიც.
დატოვე კომენტარი