სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს იარაღიდან ესროლეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს იარაღიდან ესროლეს

სლოვაკური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ჰანდლოვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მთავრობის შეხვედრის შემდეგ მოხდა. TASR-ი ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეზე, ლუბოს ბლაჰაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასააგენტო Reuters-ისთვის თვითმხილველის მიერ მიწოდებული ცნობებით, სროლის ხმა რამდენიმეჯერ გაისმა და დაინახეს, თუ როგორ დააკავა ეჭვმიტანილი პოლიციამ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რობერტ ფიცო უკვე ჰოსპიტალიზებულია.

რა სახის დაზიანება მიიღო სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ჯერჯერობით უცნობია. რობერტ ფიცო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2006-2010 და 2012-2018 წლებშიც იკავებდა.