თურქული SOCAR Enerji ტრანსანატოლიური გაზსადენის 7%-ის შეძენას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ TANAP-ში წილს წლის ბოლომდე შეიძენენ.
ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) “სამხრეთის გაზის კორიდორის” ნაწილია, თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართანტრანსადრიატიკულ გაზსადენს შეუერთდება. აქედან TAP გადაკვეთს საბერძნეთს და იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.
შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოშიგანხორციელდება.
წლის ბოლომდე TANAP-ის მშენებლობის 55% დასრულებული იქნება.
დატოვე კომენტარი