რეგიონის ქვეყნებს შორის თურქეთი ერთადერთია, სადაც ეკონომიკური ზრდა არ ფიქსირდება. ქვეყანაში წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 2.6%–ით შემცირდა. გასული წლის მეოთხე კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 3% იყო. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები თურქეთში რეცესიას წლის ბოლომდე პროგნოზირებენ.
წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოს მეზობელი სომხეთის ეკონომიკა წლიურად 9.1%–ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, საქართველოში მშპ–ს ზრდის ტემპი 5.1% იყო, ყაზახეთში 3.6%, ხოლო რუსეთში 2.7%.
იანვარ–აპრილში, აზერბაიჯანში 2.1%–იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ბელარუსში კი 1.2%–იანი.
რაც შეეხება ინფლაციის დონეს, G&T-ის მონაცემებით, მაისში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელზე მაღალი იყო საქართველოში (4.7%), რუსეთში (5.1%), ბელარუსში (6.2%), უკრაინაში (9.6%) და თურქეთში (18.7%). ყაზახეთში 5.3%–იანი ინფლაციის დონე დაფიქსირდა, ხოლო სომხეთში კი სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი – 2.8%. 2.8% შეადგინა მაისში წლიურმა ინფლაციამ აზერბაიჯანში.
დატოვე კომენტარი