გავრცელებული ინფორმაციით, Sony Pictures Animation-ი „სასტუმრო ტრანსილვანიის“ მეოთხე ნაწილს Amazon Studio-ს 100 მილიონ აშშ დოლარად მიყიდის. მსგავსი ტიპის გარიგების დადებასთან დაკავშირებით ხმები მას შემდგომ გავრცელდა, რაც გასულ კვირას, კომპანიამ „Venom: Let There Be Carnage“-ის გამოშვება 24 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე გადადო.
„სასტუმრო ტრანსილვანიის“ ტრილოგიამ $230 მილიონიანი ბიუჯეტით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლო. ანიმაციური ფილმის მეოთხე ნაწილის წარმოება დაახლოებით 75 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა და მიუხედავად ფილმის გამოსვლის შემდგომ მისი გარანტირებული წარმატებისა, იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებს ფილმის უსაფრთხოდ ნახვის საშუალება არ აქვთ, კომპანიამ შესაძლოა ძალიან დიდი მოგება დაკარგოს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გარიგება Sony-ს უტოვებს უფლებას ჩინეთში ფილმი კინოთეატრებში წარადგინოს.
ცნობისთვის, Sony ერთ-ერთი დიდი კინოსტუდიაა, რომელსაც საკუთარი „სტრიმინგ“ სერვისი არ აქვს. მის მიერ Netflıx-თან გაფორმებული შეთანხმებაც იმის ნიშანი იყო, რომ კომპანია „სტრიმინგ“ ომში ჩართვას არ აპირებდა და მხოლოდ კონტენტის გაყიდვით შემოიფარგლებოდა. შესაბამისად, Sony-ს ისეთი თეატრალური ჰიტების გაყიდვა მოუწია, როგორებიცაა კევინ ჰარის „Fatherhood“, ტომ ჰენკსის „Greyhound“ და კამილა კაბეოს „Cindrella“, რის შედეგადაც თანხის ნაღდი ანგარიშსწორებით მიღების მიუხედავად, Sony-იმ ერთდროულად თეატრალური შემოსავალი და ბრენდის გაძლიერების პოტენციალი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის სწრაფი გავრცელება ზრდასრულებთან ერთად დიდ საფრთხეს 12 წლამდე ასაკის პირებისთვისაც შეიცავს, მათთვის კი, ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაშვებული არ არის. შესაბამისად, დიდი ალბათობით „დელტა“ შტამი გავლენას ბავშვების საყვარელი კომედიის შემოსავლებზეც მოახდენს.
დატოვე კომენტარი