სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქციის გამოშვება, უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, მთლიან შიდა პროდუქტში სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს.
2016 წელს სოფლის მეურნეობის დარგის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 8,9% იყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წლების განმავლობაში შემდეგნაირად შეიცვალა:
მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებში სოფლის მეურნეობის წილი შემდეგია:
ჩინეთი – 8,6%
ჩეხეთი – 2,5%
დანია – 0,9%
ესტონეთი – 2,6%
ფინეთი – 2,7%
საფრანგეთი – 1,6%
გერმანია – 0,6%
ირლანდია – 1%
იტალია – 2,1%
ლუქსემბურგი – 0,3%
ნიდერლანდები – 1,8%
ნორვეგია – 2,4%
კატარი – 0,2%
საუდის არაბეთი – 2,7%
ესპანეთი – 2,8%
გაერთიანებული სამეფო – 0,6%
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი 7%-ია, აზერბაიჯანში 6%, სომხეთში 17,7%, ხოლო რუსეთში 4,7%.
აღსანიშნავია, რომ მაგალითად 2005 წელს როდესაც საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი 17% იყო, საქართველოს მშპ $6,4 მილიარდს შეადგენდა, 2016 წელს კი $14,4 მილიარდს.
საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (18,7 პროცენტი) და მრეწველობა (17,0 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,7 პროცენტი), მშენებლობა (10,2 პროცენტი).
დატოვე კომენტარი