სოციალური ქსელების ათი ყველაზე გავლენიანი მომხმარებელი

სოციალური ქსელების ათი ყველაზე გავლენიანი მომხმარებელი

კორონაპანდემიამ სოციალური ქსელების მომხმარებელთა რაოდენობა გაზარდა – ფაქტობრივად, სხვადასხვა პლატფორმა გამხნევებისა და ადამიანთა შორის კომუნიკაციის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად იქცა. გამოთავისუფლებული დროის შედეგად მოიმატა ე.წ.ინფლუენსერების პოპულარულობამაც, რაც პირდაპირ აისახა მათ გამომწერთა რაოდენობაზე.

Visual Capitalist-ი გვთავაზობს სოციალური ქსელების ათი ყველაზე პოპულარული, ანუ მეტგამომწერიანი მომხმარებლის სიას. მონაცემები არ ეყრდნობა ერთ კონკრეტულ პლატფორმას – კვლევამ ერთდროულად მოიცვა  Twitter-ი, Instagram-ი, Facebook-ი, YouTube-ი, Twitch-ი და TikTok-ი.

სახელი
კატეგორია
გამომწერთა ჯამური რაოდენობა
ყველაზე დიდი პლატფორმა
კრიშტიანუ რონალდუსპორტი517 მილიონიInstagram
ჯასტინ ბიბერიმუსიკა455 მილიონიInstagram
არიანა გრანდემუსიკა429 მილიონიInstagram
სელენა გომესიმუსიკა425 მილიონიInstagram
ტეილორ სვიფტიმუსიკა361 მილიონიInstagram
დუეინ ჯონსონიკინო342 მილიონიInstagram
კეტი პერიმუსიკა338 მილიონიInstagram
კაილი ჯენერიმოდა, ბიზნესი333 მილიონიInstagram
რიანამუსიკა332 მილიონიTwitter
კიმ კარდაშიანიტელევიზია, მოდა, ბიზნესი319 მილიონიInstagram

აღსანიშნავია, რომ თუ სიის ტოპ-50 წევრს დავაკვირდებით, მათი უმეტესობა, ანუ 67% ყველაზე გავლენიანი Instagram-ზეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *