ცნობილი სატელევიზიო ნაწარმის, South Park-ის შემქმნელებმა ამერიკულ მედიაგიგანტ ViacomCBS-თან 900 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმების მიხედვით, ტრეი პარკერი და მეთ სთოუნი South Park-ის ახალ ეპიზოდებს Comedy Central-ის ქსელისათვის შექმნიან. გარდა ამისა, შემქმნელები რამდენიმე ფილმს Viacom-ის Paramount+ ტრანსლირების სერვისისათვის შექმნიან.
შეთანხმების პირველი პროექტი, ბუნებრივია, South Park იქნება, რომლის ახალი სეზონიც მიმდინარე წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. მხარეებს შორის დადებული კონტრაქტი 2027 წლამდე გრძელდება და მისი დახმარებით South Park-ის ექვსი სატელევიზიო სეზონი და 14 ფილმი შეიქმნება.
MTV Entertainment-ისა და Paramount+ -ის წარმომადგენლის, კრის მაკკარტის განცხადებით, მეთ სთოუნი და ტრეი პარკერი მსოფლიო დონის ხელოვანები არიან, რომლებიც შესანიშნავად იყენებენ საკუთარ მდიდარ იუმორს ჩვენი კულტურის აბსურდულობის გადმოსაცემად. შესაბამისად, კომპანია მოხარულია გააგრძელოს და გააღრმავოს გრძელვადიანი ურთიერთობა მათთან. თავად სერიალის შემქმნელების განცხადებით, შეთანხმება შესაძლოა იმაზე დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა განსაზღვრული.
South Park-ის დებიუტი 1997 წელს შედგა. სერიალმა პოპულარობა საკუთარი ენითა და შავი, სიურრეალისტური იუმორით მოიპოვა, რომელიც მოზარდთა საკითხებს სატირული პერსპექტივიდან აჩვენებდა. მას შემდეგ შემქმნელებმა სერიალის 300 ეპიზოდი და ერთი ფილმი შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ გასულ პერიოდში გასართობ ინდუსტრიაში ათეულობით მილიარდი დოლარის ოდენობის შეთანხმებები დაიდო მომხმარებელთა შენარჩუნების მიზნით.
დატოვე კომენტარი
Great write ups, Appreciate it.
casino en ligne
You actually explained that adequately!
casino en ligne fiable
You said it adequately.!
casino en ligne francais
You said that exceptionally well!
casino en ligne fiable
Wonderful forum posts, Many thanks!
casino en ligne
Superb forum posts, With thanks!
casino en ligne fiable
Cheers! A lot of stuff!
casino en ligne francais
You actually suggested it adequately.
casino en ligne
Regards! Numerous tips!
casino en ligne
You actually reported it adequately!
casino en ligne