სარეიტინგო სააგენტო Standard&Poors საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდას ელოდება. სააგენტო თავის ანგარიშში აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის უცხოური რეზრვები არის სტაბილური განსხვავებით რეგიონის სხვა ქვეყნების ბანკებისგან. ამასთან, 2020 წლამდე სებ-ის რეზერვები 3 მილიარდი დოლარიდან 3,5 მილიარდამდე გაიზრდება.
“ქართულმა საბანკო სექტორმა შეინარჩუნა მდგრადობა განსხვავები რეგიონის ქვეყნების საბანკო სექტორებისა”, – აღნიშნავს სააგენტო და დასძენს, რომ საქართველოს რეიტინგი შეზღუდულია ეროვნული ბანკის ლიმიტირებული მოქნილობით მონეტარულ პოლიტიკის გატარებისას.
კერძოდ, მცირე მოცულობის კაპიტალის ბაზარი და მაღალი დოლარიზაცია ხელს უშლის ეროვნულ ბანკს შიდა მონეტარულ პოზიციებზე სათანადო გავლენა იქონიოს.
თუმცა, სააგენტო აღნიშნავს რომ საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესება შესაძლებელია დედოლარიზაციაზე ფოკუსირებით და ლიკვიდურობის გაზრდით საბანკო სისტემაში.
დატოვე კომენტარი