სარეიტინგო სააგენტომ S&P საქართველოს რკინიგზის რეიტინგი შეამცირა. სააგენტომ საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში B+ დონეზე პროგნოზით “ნეგატიური” დაადასტურა.
სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს რკინიგზის რეიტინგი გასულ წელსაც შეამცირა. აქამდე საქართველოს რკინიგზის პროგნოზი “სტაბილური” იყო.
2017 წლის 6 თვეში საქართველოს რკინიგზამ 5,700,378 ტონა ტვირთი გადაზიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 500 000 ტონით შემცირებული მაჩვენებელია. გასულ წელს, სახელმწიფო კომპანიის მთლიანი შემოსავლები 23%-ით შემცირდა, ტრანსპორტირების მოცულობა კი წლიურად 16%-ით შემცირდა.
დატოვე კომენტარი