ოსტინ რასელი, Luminar Technologies Inc.-ის 25 წლის დამაარსებელი და მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ხდება, რომელმაც ქონება თავად დააგროვა.
რასელი, Luminar-ის აქციების გასაჯაროების შემდგომ, 104.7 მილიონიან წილს დაეუფლება, რაც დაახლოებით 35%-ია და $1.1 მილიარდადაა შეფასებული. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. რასელი პირველი ახალგაზრდა მწარმოებელი არ გახლავთ, რომელიც წელს მილიარდს SPAC-ის (ან სპეციალური დანიშნულებით შეძენილი კომპანია) საშუალებით შოულობს. მსგავსი გარიგებები ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ გახშირდა.
რასელმა Luminar-ი 2012 წელს დააარსა. ორლანდოში მომუშავე კომპანია სინათლის დეტექტორებსა და მანძილის მზომ სენსორებს აწარმოებს, რითაც საგნებზე ლაზერების არეკვლით ავტომობილების უსაფრთხო სვლას უზრუნველყოფს. სენსორები ძვირადღირებული ფუფუნებაა, Luminar-ის წარმატების ფორმულა კი ფასის შემცირებით აიხსნება.
Luminar-ის თავდებებს შორის არიან პიტერ თილი, რომელმაც 17 წლის რასელს ფირმის დასაწყებად სტიპენდია მისცა, და GoPro Inc.-ის დამფუძნებელი ნიკ ვუდმანი. კომპანია თანამშრომლობს Volvo Car AB-ს ქვედანაყოფთანაც, რომელიც Luminar-ის ტექნოლოგიას გზატკეცილზე თვითმავალ ავტომობილთა წარმოებისათვის იყენებს.
Luminar-ი NASDAQ-ზე LAZR-ის სახელით გაიცვლება (Gores Metropoulos-სთან გაერთიანების შემდგომ), რაც ამა წლის მეოთხე კვარტალში უნდა მოხდეს. კომპანიამ ნაჩქარევი კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა.
დატოვე კომენტარი