Sports Media Holding (SMH) მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და პრესტიჟული IGaming ორგანიზაციის, SBC Gaming-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა აღმოსავლეთ ევროპასა და შუა აზიაში.
თავად SBC Gaming-ი გახლავთ ბრიტანეთში დაფუძნებული გლობალური ორგანიზაცია, რომელიც IGaming ინდუსტრიაში უმაღლესი რეპუტაციით სარგებლობს. ყოველივე ამას მოწმობს მისი ეგიდით ჩატარებული ღონისძიებები, რომელიც ყველა კონტინეტზე აღნიშნულ ბიზნეს სექტორში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს.
SBC -ს პორტფელში რამდენიმე ბიზნესმიმართულება არის თავმოყრილი: SBC News – წამყვანი B2B ონლაინ გამომცემლობა გეიმინგში, SBC Awards – პრესტიჟული ყოველწლიური დაჯილდოება, SBC Events – ინდუსტრიის წამყვანი სამიტები და კონფერენციები.
„ჩვენ უკვე წლებია რაც აქტიურად ვთანამშრომლობთ SMH –თან რამდენიმე მიმართულებით და ჩავთვალეთ რომ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის დრო მოვიდა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალ აზიაში იქნება სწორედაც რომ SMH-ი. შესაბამისად, ვანდობთ მას ჩვენ ბრენდს და შევუქმნით ყველა საჭირო პირობას წარმატებული საქმიანობისთვის.“ – რასმუს სომიაკი, SBC Gaming-ის CEO/დამფუძნებელი.
„SBC Gaming-თან მჭიდრო ბიზნეს პარტნიორობა ადასტურებს SMH-ის მაღალ რეპუტაციას და სანდოობას საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვარ რომ შედგა ესეთი მაშტაბური და სტრატეგიული პარტნიორობა SBC Gaming-თან, რომელთანაც უკვე მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს. საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ჩვენი კომპანიისთვის SBC CIS–ის (25 ქვეყანა) ბიზნესის წარმატებით განვითარება და მართვა, რაც იქნება საკმაოდ კომპლექსური და ამავდროულად ძალიან საინტერესო.“ – ლაშა მაჭავარიანი Sports Media Holding (SMH)-ის CEO/დამფუძნებელი.
Sports Media Holding (SMH) 2016 წელს საქართველოში დაფუძნდა და წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას iGaming-ისა და სპორტული მედიის დეველოპმენტის მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების რეგიონში (EE & CIS).
5 წლის მანძილზე კომპანია წარმატებით ურთიერთობს რეგიონის ლიდერ iGaming და სპორტული მედიის კომპანიებთან ბიზნეს სტრატეგიის, ახალ ბაზარზე შესვლის, ბიუჯეტის დაგეგმარება/მართვის, მედია სპონსორშიპების და სხვა მიმართულებით.
მიმდინარე წლის დასაწყისში ხელი მოეწერა მსხვილ M&A პროექტს ქართულ და ირლანდიურ მედია კომპანიებს შორის, რომლის ინიციატორი და მედიატორი Sports Media Holding (SMH)–ი იყო. Adjarasport-მა ირლანდიური მედია ჰოლდინგის, Setanta Sports-ის ბიზნესის ევრაზიული ნაწილი (13 ქვეყანა) შეიძინა.
„საქართველოს ისტორიაში აღნიშნული ტრანზაქცია იყო პირველი პრეცენდენტი, როცა ადგილობრივმა მედია კომპანიამ საერთაშორისო ბიზნეს ოპერატორი შეისყიდა. ლოგიკური იყო აჭარასპორტის დაინტერესება სეტანტა ევრაზიის შეძენის შესაძლებლობით, გამომდინარე იქიდან რომ აჭარასპორტი რეგიონში ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე ინოვაციური სპორტული ბროდკასტერია. SMH ი რჩება აჭარასპორტის ბიზნეს პარტნიორად ყაზახეთში და აფართოებს მასთან ურთიერთობას უზბეკეთსა და ბალტიის ქვეყნებში. SMH-ი ასევე რჩება Setanta Sports-ის სტრატეგიულ პარტნიორად. ამჟამად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს რუსეთის ბაზართან დაკავშირებით. ასევე აქტიურად განიხილება ბრაზილიაც.“ – ლაშა მაჭავარიანი SMH – ის CEO/დამფუძნებელი.
Setanta Sports-ი 1990 წელს დაფუძნდა ირლანდიაში და 30 წლის განმავლობაში მან წარმატებული ბიზნესსაქმიანობა აწარმოა სპორტის ბროდკასტინგის მიმართულებით მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მხოლოდ ლათინური ამერიკის გამოკლებით.
დატოვე კომენტარი