Spotify-ის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ეკი აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ შეძენა სურს. მან აღნიშნული განცხადება Twitter-ის საშუალებით გაავრცელა. „თუ Kroenke Sports Enterprises-ს სურს „არსენალის“ გაყიდვა, სიამოვნებით შევიძენდი გუნდს, რომელსაც ბავშვობიდან ვგულშემატკივრობდი“, – აცხადებს ეკი. „არსენალის“ გაყიდვასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი სტენ კრონკე უარყოფს. მისი თქმით, აღმასრულებელი გუნდი „არსენალის“ ერთგული რჩება და არ აპირებს თავისი წილის გაყიდვას.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს დანიელ ეკმა მარტინ ლორენცონთან ერთად დააარსა კომპანია Spotify, რომლის კაპიტალიზაცია ახლა $56 მილიარდს შეადგენს. Forbes-ის თანახმად, 2021 წლის აპრილში ეკის ქონებამ $4.8 მილიარდს მიაღწია.
დანიელ ეკის დაინტერესება საფეხბურთო კლუბით სულაც არ არის მოულოდნელი. გავრცელებული მოსაზრებით, ეკსა და ლორენცონს მუსიკასთან პროფესიონალური მუშაობის გამოცდილებაც არ ჰქონიათ, მაგრამ Spotify მსოფლიოში მუსიკისა და პოდკასტების სერვისის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია. შესაბამისად, დანიელ ეკი მზადაა საფეხბურთო ასპარეზზე გამოსვლისათვისაც. მისი თქმით, „არსენალის“ შეძენის შემთხვევაში, ის მრავალ შესაძლებლობას ხედავს, რომ კლუბს თავისი დიდება დაუბრუნოს.
დატოვე კომენტარი