Spotify-ის ყოველთვიურად აქტიური მსმენელების რიცხვმა ნახევარ მილიარდს გადააჭარბა. ამ ნიშნულის გადალახვის შემდეგ, კომპანიამ მუსიკალურ პლატფორმაზე ახალი ფუნქციების დამატება დააანონსა.
Spotify Technology-ის ინფორმაციით, პლატფორმაზე შევხვდებით მუსიკალური კომპოზიციების შემთხვევითი თანამიმდევრობით დაკვრის (Shuffle) ჭკვიანურ რეჟიმსა და მასთან ერთად, პოდკასტებისა და მუსიკალური პლეილისტების მის აუდიოსტრიმინგპლატფორმაზე დათვალიერების ფუნქციას.
Spotify-იმ, Stream On-ღონისძიებაზე, „ახალი ხელახლა წარმოსახვითი მომხმარებელთა ინტერფეისი“ დააანონსა. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში შვედურმა კომპანიამ პოდკასტებისა და აუდიოწიგნების ბიზნესის განვითარებაში დიდი ინვესტიცია ჩადო. პლატფორმაზე ახალი ფუნქციების განსავითარებლად განხორციელებული ინვესტიციები მომხმარებელთა მოზიდვას ემსახურებოდა.
Spotify-მ მუსიკალური ჰონორარის წლიური ანგარიშიც წარადგინა. შვედური კომპანიის მონაცემებით, იმ არტისტთა რაოდენობა, რომლებიც პლატფორმაზე $1 მილიონს გამოიმუშავებენ, უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გაორმაგდა.
ფუნქციები, როგორიცაა პოდკასტების ავტომატური დაკვრა, პოდკასტების ეპიზოდებისა და აუდიოწიგნების ან მუსიკალური პლეილისტების აუდიო- და ვიზუალური დათვალიერების სერვისი პლატფორმას ოთხშაბათიდან დაემატება.
დატოვე კომენტარი