საქართველოში ახალ როლს-როის „გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში.
„მოხარული ვარ დავესწრო საამაყო ბრიტანული ბრენდის დებიუტს საქართველოში ამ გამორჩეულ საღამოს. როლს როისი მართლაც სრულყოფილების სინონიმია. ახალი „გოსთი“ თავიდან ბოლომდე დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. ბრიტანული ინდუსტრია სახელგანთქმულია კრეატიულობით, ინოვაციურობითა და მაღალი ხარისხით. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული მაგალითი“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მაკრ კლეიტონმა ახალი როლს-როის ,,გოსთის“ პრეზენტაციაზე.
ახალი „გოსთის“ დებიუტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი როლს-როისის ისტორიაში საქართველოში და ხაზს უსვამს ქვეყნის მნიშვნელობას ჩვენი მდგრადი ბიზნეს განვითარებისთვის რეგიონში,“ -განაცხადა ,,როლს-როის მოტორ ქარზის“ ცენტრალური/აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის კორპორატიული კომუნიკაციების დირექტორმა ფრენკ ტიმანმა, „როლს როისი“ არის წარმატების კვინტესენციური სიმბოლო, ხოლო „გოსთს“ მასთან ერთად მოაქვს ახალი, თანამედროვე მიმართულება ფუფუნების სამყაროში.”
ღონისძიებას „როლს-როის მოტორ ქარზ ბაქომ“ უმასპინძლა, რომელიც როლს-როისის ექსკლუზიური სავაჭრო წარმომადგენელია ამიერკავკასიაში. ნურლან პანალი, ბრენდ-მენეჯერი ბაქოდან აღნიშნავს: „ჩვენ მართლაც აღფრთოვანებულები ვართ ახალი „გოსთის“ წარდგენით საქართველოში. აქამდე მიღებული გამოხმაურებების საფუძველზე, როგორც ჩანს, „გოსთი“ აკმაყოფილებს ჩვენი ადგილობრივი მომხმარებლის მოთხოვნებს. ის ფუფუნების ახალი მინიმალისტური სფეროს მედროშე და ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე როლს-როისია, რაც ოდესმე შექმნილა“.
ახალი „გოსთი“ სრულყოფილია თავისი სიმარტივით, თუმცა ამ სუფთა გარემოს შექმნა ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა გახლდათ მარკის ისტორიაში.
ახალი მოდელის დიზაინერებმა, ინჟინრებმა და ხელოსნებმა მოითხოვეს თავისუფლება ახალი „გოსთის“ კონკრეტული პერსონის შესაქმნელად. ამ გუნდმა შეძლო შეექმნა ჭეშმარიტად სუპერ-ფუფუნების პროდუქტი პლატფორმის იმ შეზღუდვების გარეშე, რაც გამოიყენება მცირე, მაღალი მოცულობის ავტომობილების საფუძვლად. შესაბამისად, ეს არის როლს-როისისთვის დამახასიათებელი ალუმინის კოსმოსური ჩარჩოს არქიტექტურა.
ეს, ექსკლუზიურად როლს-როისისთვის დამახასიათებელი არქიტექტურა, უკვე გამოყენებულია მისი ფლაგმანის- ,,ფანტომისა“ და მაღალი გამავლობის ავტომობილის- „კულინანისთვის“. კოსმოსური ჩარჩოს მოქნილობამ და მასშტაბურობამ გაათავისუფლა მარკა, რათა მოერგოს ახალი „გოსთის“ უნიკალურ ესთეტიკურ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს და შესაბამისად როლს-როისის პროდუქციის პორტფელში „გოსთისთვის“ შეიქმნა აკუსტიკურად უმაღლესი, უაღრესად მკაცრი და დინამიური დიზაინი.
„გოსთის“ მომხმარებელთა მოთხოვნისამებრ, როლს-როისმა საპასუხოდ გამოიყენა მისი არქიტექტურა, როგორიცაა ყველა წამყვანი თვალი და მართვის სისტემა, რითაც სრულიად ახალ, გონიერ მოდელს მისცა არსებობის საშუალება.
ახალი „გოსთი“ გულისხმობს ფუფუნების მზარდ დაფასებას, რომელიც გამოირჩევა მინიმალიზმითა და სისუფთავით და გამყარებულია დიდებული მასალით. ახალი „გოსთის” დიზაინზე მუშაობის გარიჟრაჟზე ამ მიდგომას „პოსტ ოპულენსი“ ეწოდა- მოძრაობა, რომელიც განისაზღვრება მასალის ავთენტურობით და არა აშკარა განცხადებებით, რაც უკვე ფესვებს იდგამდა არქიტექტურაში, მოდაში, სამკაულებსა და ნავის დიზაინში.
ინტერიერის, ისევე როგორც ექსტერიერის ესთეტიკა იყენებს მინიმალისტურ პრინციპებს. გადატვირთული დეტალები და ზედაპირული მორთულობა უარყოფილ იქნა არა მხოლოდ უფრო მშვიდი გარემოს შესაქმნელად, არამედ მასალის ნივთიერების უკეთ წარმოსაჩენად და პერსონალიზაციის გავლენის მაქსიმალურად ხაზგასმის მიზნით.
ვისაც სურვილი აქვს ჰყავდეს მძღოლზე ორიენტირებული ბიზნეს ლიმუზინი კვირის განმავლობაში, რომელიც შაბათ-კვირას მშვიდ, კომფორტულ და დინამიურ თვითმოძრავ სალონად გარდაიქმნება, „გოსთ იქსთენდიდ“ სწორედ მათთვისაა. Ghost Extended წარმოგიდგენთ საკუთარ იდენტურობას მინიმალისტური დიზაინის ფილოსოფიით, ის გთავაზობთ უკანა სავარძლების გაფართოებულ სივრცეს, „გოსთის“ მართვის დინამიკასთან კომპრომისის გარეშე.
„გოსთ იქსთენდიდ“ (Ghost Extended) გთავაზობთ 170 მმ-ით მეტ სივრცეს ვიდრე „გოსთი“, რაც უზრუნველყოფს ფეხისგასაშლელ უფრო მეტ უკანა სივრცეს, ვიდრე ნებისმიერი ოთხ- ადგილიანი სედანი, Rolls-Royce Phantom Extended– ის გარდა. დამატებითი სიგრძე მიღებულია მხოლოდ უკანა კარისა და უკანა კარის დიაფრაგმის გაფართოებით, ავტომობილის ხაზების შენარჩუნებით.
ტიმანმა ხაზგასმით აღნიშნა: „ეს დღეები თბილისში არის უდიდესი შესაძლებლობა შევხვდეთ არსებულ და მომავალ მომხმარებელსა და მეგობრებს, რათა გავუზიაროთ ნამდვილი ფუფუნების ფილოსოფია, ისევე როგორც შთაბეჭდილებები ავტომობილებზე, რომლებშიც ამაყადაა განსხეულებული „ექსტაზის სული.“
ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი