Starship-ი ორბიტისკენ სადებიუტო ფრენისას აფეთქდა

Starship-ი ორბიტისკენ სადებიუტო ფრენისას აფეთქდა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენების უმძლავრესმა რაკეტა Starship-მა ორბიტისკენ სადებიუტო სატესტო ფრენა შეასრულა.

აპარატი ტეხასში მდებარე SpaceX-ის კუთვნილი Starbase-ის ბაზიდან წარმატებით გაუშვეს. თუმცა Starship-მა დანიშნულების ადგილამდე მიღწევა ვერ შეძლო, ვინაიდან მისიის დროს პრობლემა შეექმნა და აფეთქდა. ამის მიუხედავად, აღნიშნული მისია ილონ მასკის კომპანიისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. SpaceX-ი პრობლემას შეისწავლის და მომდევნო ფრენებისთვის რაკეტის დახვეწას გააგრძელებს.

SpaceX-მა Starship-ი მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთვის ტრანსპორტირებისთვის შექმნა. ის ორი ნაწილისგან შედგება და ორივე მათგანი მრავალჯერადი გამოყენებისაა. პირველ საფეხურს Super Heavy წარმოადგენს, მეორე საფეხურს კი თავად Starship-ი, რომლის სიგრძე 50 მეტრს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ NASA ილონ მასკის კომპანიის დახმარებით 2030-2040 წლებში მარსზე ადამიანის გაგზავნას და იქ სამეცნიერო კვლევების მრავალწლიანი კამპანიის დაწყებას გეგმავს.