მეტავესში ღონისძიებების ჩატარება სტარტაპ Arrival-მა ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო და გახდა პირველი ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოდან იმერსიულ სამყაროში მიიწვია საზოგადოება. მას შემდეგ, ათობით ივენთი ჩატარდა სხვადასხვა ვირტუალურ სამყაროში. ამჯერად Arrival-მა კიდევ ერთი ახალი პროექტის – Global Matchup-ის ფარგლებში, Decentraland-ში უმასპინძლა ტექ-საზოგადოებას.
ღონისძიების მიზანია იმერსიულ სამყაროში შეკრიბოს ტექ-ენთუზიასტები, შექმნას და გაამრავალფეროვნოს მეტავერს ივენთების გამოცდილება, ააშენოს ერთგვარი ხიდები ინვესტორებსა და ანტრეპრენიორებს შორის, გააჩინოს სტარტაპების ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს ეკოსისტემის გაძლიერებას.
Global Matchup-ის აუდიტორია შედგებოდა ტექნოლოგიით დაინტერესებული პირების, ანტრეპრენერების, ინვესტორიებისა და სტარტაპ საზოგადოების წარმომადგებლებისგან.
Global Matchup-ს მოდერაცია AXEL-ის დირექტორმა – ირო ცაგარეიშვილმა გაუწია. მასთან ერთად ივენთი გახსნეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ – ავთანდილ კასრაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში – ლევან ყულიჯანიშვილმა.
მოგვიანებით სცენა თანმიმდევრულად დაიკავეს სპიკერებმა: მარიამ შარანგია (Project Manager at Meta), ისრაელ პონსი (President of VC and Angel Investment) და მარსელ დრიჯე (Startup Ecosystem Advisor). მათ ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა: წარმატება ანტრეპრენიორშიპში, მენტორობა სტარტაპ ეკოსისტემაში, ინვესტიციების მოზიდვა და სტარტაპ კომუნის მნიშვნელობა.
ივენთის ოფიციალური ნაწილი კი ანტრეპრენერების გამოსვლებით დასრულდა. ინვესტორებს თავიანთი პროექტები წარუდგინეს: გიორგი ვადაჩკორიამ (Formahealthy), იაკო ჯიქიამ (Helio-ai), ვიქტორ გრზიბ (AgorApp), ეთან ქლაიმი – (3vo).
საბოლოოდ კი, decentraland-ის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ვირტუალური წვეულება შედგა.
„Arrival აქტიურად მუშაობს soft-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რამდენიმე წამში დააგენერირებს 3დ ვირტუალურ მოდელებსა და სივრცეებს. ამ გზაზე, მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს ჩვენი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებები, გავაცნოთ საზოგადოებას ვირტუალური სამყაროები, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ მათ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და შესაძლებლობებზე, და რა თქმა უნდა გავაგრძელოთ სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება როგორც საქართველოში, ისევე საზღვარგარეთ. სწორედ ამიტომ, Arrival აგრძელებს ივენთების მოწყობას იმერსიულ სამყაროებში და ამ და სხვა მიმართულებებით მალე ახალ პროექტებს გააცნობს საზოგადოებას“- აცხადებენ Arrival-ში.