პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ხშირად ხდება დებატისა და პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. ამის მაგალითია მთავრობასა და ოპოზიციას შორის მუდმივი შეჯიბრება, თუ ვის დროს უფრო მეტი ინვესტიცია იყო. არის შემთხვევები, როდესაც მთავრობები მეთოდოლოგიასაც კი ცვლიან იმისთვის, რომ სასურველი რიცხვები მიიღონ.
გასათვალისწინებელია ის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნომინალში დათვლა და მათი შედარება არასწორია. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, თუ რას შეადგენდა საქართველოს ეკონომიკა თითოეულ წელს. რაც უფრო დიდია ეკონომიკა, მით მეტი ინვესტიცია ესაჭიროება მას მაღალი ზრდის ტემპისთვის.
საქსტატის მიერ მეთოდოლოგიის ცვლილების შემდეგ მრავალი მილიონი დოლარის დაკლების შემდეგაც, საქართველოში რეკორდული მაჩვენებლის ინვესტიციები 2006 და 2007 წლებში შემოვიდა.
უკანასკნელი 12 წლის მანძილზე სწორედ ამ წლებში ჰქონდა საქართველოს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდაც – 9.4% და 12.6%.
დატოვე კომენტარი