ყოველწლიურად აიდაჰოს შტატში, ქალაქ სან-ველიში მილიარდერები ერთი კვირის განმავლობაში კერძო საინვესტიციო ბანკ Allen & Co-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ”მილიარდერების საზაფხულო ბანაკს” ესწრებიან.
აღნიშნული ბანაკი აერთიანებს ფინანსური, ტექნიკური და მედიის სამყაროს უდიდეს წარმომადგენლებს და მისი მიზანი, პანელური დისკუსიებისა და გარე აქტივობების მეშვეობით, ამ სფეროების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის დამყარებაა.
გაგაცნობთ იმ სტუმართა ნაწილს, რომლებიც წელს საზაფხულო ბანაკს ესწრებიან:
- Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი და მთავარი ოპერაციული ოფიცერი შერილ სანდბერგი
- Apple–ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი და პროგრამის ხელმძღვანელი ედი ქიუ
- Uber-ის აღმასრულებელი დირექტორი დარა ხოსროუშაჰი
- PayPal-ის აღმასრულებელი დირექტორი დენ შულმანი
- Snap-ის აღმასრულებელი დირექტორი ევან შპიგელი
- Walmart-ის აღმასრულებელი დირექტორი დაგ მაკმილონი
- Discovery Communications-ის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი
- Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე უორენ ბაფეტი
- General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა
- Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ ჩაპეკი და თავმჯდომარე ბობ იგერი
- Netflix-ის თანადამფუძნებლები რიდ ჰასტინგსი და ტედ სარანდოსი
- აშშ-ის არმიის გადამდგარი გენერალი დევიდ პეტრეუსი
- ნიუ-იორკის ყოფილი მერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მაიკლ ბლუმბერგი
- Nike-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ დონაჰო
- Aurora-ს აღმასრულებელი დირექტორი კრის არმსონი
ღონისძიებას ესწრება Microsoft- ის დამფუძნებელი ბილ გეიტსიც, რომელიც კონფერენციაზე 9 ივლისს კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეიტსი აღნიშნულ საზაფხულო ბანაკს ყოველ წელს ესწრებოდა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მისი პირველი გამოჩენაა მელინდა გეიტსთან განქორწინების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ მილიარდერების ყოველწლიური საზაფხულო ბანაკი შარშან პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს კი სტუმართა პირადი თვითმფრინავების დიდი რაოდენობის გამო ფედერალურ საავიაციო ორგანოს შემომავალი ფრენების გადადება მოუწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ სან-ველის ყოველწლიურ საზაფხულო ბანაკში საუბრისას ჩაეყარა საფუძველი რამდენიმე მნიშვნელოვან გარიგებას. მათ შორის, ჯეფ ბეზოსის მიერ Washington Post-ის შეძენას, Disney-ის მიერ $19-მილიარდიანი ABC შესყიდვას და ა.შ.
დატოვე კომენტარი