მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თამაშის, Super Mario-ს ერთ-ერთი ვერსია აუქციონზე რეკორდულ ფასად, $1.56 მილიონად გაიყიდა. როგორც ჩანს, დროის გასვლასთან ერთად, „მარიო“ კიდევ უფრო ღირებული ხდება.
Heritage-ის აუქციონზე Super Mario-ს დალუქული ასლის აღნიშნულ ფასად გაყიდვამ „მარიო“ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ თამაშად აქცია.
Super Mario 64 ისტორიული თამაშია არა მხოლოდ თავისი პოპულარობით, არამედ ტექნიკური მახასიათებლებითაც. მისი გამოშვება ლეგენდარულ მოვლენად იქცა მთელ სათამაშო ინდუსტრიაში. ეს გახლდათ ერთადერთი თამაში, რომელიც Nintendo-ს N64 კონსოლთან ერთად გამოვიდა და Mario-ს მთელი ინფრასტრუქტურა 2D გაფართოებიდან 3D სამყაროში გადაიყვანა.
Super Mario 64 მსოფლიოში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ თამაშად ითვლება. მისი გავლენით სათამაშო ინდუსტრიაში არაერთი თამაში შექმნილა. მსოფლიოს უდიდესმა სათამაშო ფრანშიზებმა Grand Theft Auto-მ და Kingdom Hearts-მა ინსპირაცია სწორედ Super Mario 64-საგან აიღეს.
„თამაშის სათაურის კულტურული მნიშვნელობა და მსოფლიო სათამაშო ინდუსტრიის ისტორიაში Mario-ს როლი შეუფასებელია. თამაშის ასლის მდგომარეობა კი შესაშური. თუკი გსურთ, ფლობდეთ ყველაზე გაყიდვად თამაშს Nintendo 64 კონსოლზე, მაშინ ჩვენ მხოლოდ ერთი რჩევა გვაქვს: ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ“ – ვკითხულობთ Heritage Auction-ის მიერ თამაშის აღსაწერ ბანერზე.
დატოვე კომენტარი