სუსტი უპირატესობით მიღწეული სრულყოფილება

სუსტი უპირატესობით მიღწეული სრულყოფილება

უმეტეს კომპანიებში და მენეჯერთა უმეტესობას შორის უხსოვარი დროიდან არსებობს ზოგადი ეგზისტენციალური დავა ერთ საკითხთან დაკავშირებით. ეს არის პაექრობა ძლიერ (ფინანსურ სიმტკიცეზე დაფუძნებული) და სუსტ (რომელიც კულტურული ფასეულობების შენარჩუნებას ეყრდნობა) უპირატესობებს შორის. რომელი ტიპის უპირატესობებისკენ – ძლიერისა თუ სუსტისკენ – უნდა იყოს მიმართული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ყურადღება? თითოეული კომპანიისთვის არსებობს სწორი პასუხი და ეს პასუხი წლიდან წლამდე იცვლება. მაგრამ ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ კომპანიის ბევრი ხელმძღვანელი მეტისმეტად მცირე დროს უთმობს სუსტ უპირატესობას. რის გამოც, საბოლოო ჯამში, ამ შეცდომისთვის საფასურის გადახდა უწევთ.

ამ შეცდომას სამი მთავარი მიზეზი განაპირობებს:

  • ძლიერი უპირატესობის სიდიდის გაზომვა უფრო იოლია. ძლიერი უპირატესობის დადებითი მხარეების რაოდენობრივი მაჩვენებლები, ისეთები როგორიცაა სიჩქარე, ღირებულება, მიწოდების სისტემები, ლოგისტიკა და კაპიტალის ეფექტიანობა, კარგად არის გაგებული. მონაცემების შეკრება, მათი ანალიზის გაკეთება და მართვა შედარებით იოლია.
  • წარმატებული ძლიერი უპირატესობის მქონე ინვესტიცია გაცილებით სწრაფად აბრუნებს დაბანდებულ თანხებს. ისეთ ტექნოლოგიებში ფულის დაბანდება, რომლებიც ამცირებენ ხარჯებს ან დროს მიწოდების სისტემაში, რთულ თავსატეხს არ უნდა წარმოადგენდეს.
  • გენერალური დირექტორები, ფინანსური დირექტორები, მთავარი ოპერატიული დირექტორები, დირექტორთა საბჭოები და აქციონერები ფინანსების ენაზე საუბრობენ. ეს ხალხი, რომლებიც კომპანიის, ასე ვთქვათ, ძლიერი უპირატესობის მომხრეებს წარმოადგენენ, გამოცდილები არიან და, ციფრებთან მიმართებით, თავს კომფორტულად გრძნობენ. ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ამ ტიტანებისთვის სუსტი უპირატესობა ისე გამოიყურება, როგორც მხატვრების, იდეალისტების, ჰიპების, პოეტების, ფსიქოთერაპევტებისა და კაცობრიობის კეთილისმყოფელთა სამეფო. ეს დასაბამს აძლევს მარსისა და ვენერას წინააღმდეგობრივ დინამიკას.

მაგრამ საკმარისია ეს მიზეზი იმისათვის, რომ ძლიერი უპირატესობა ვამჯობინოთ და უფრო სარწმუნო იარაღად მივიჩნიოთ დროისა და ფულისთვის გამართულ ბრძოლაში? არა, უბრალოდ ეს უფრო იოლი საქმეა. ნება მომეცით, დაგიმტკიცოთ თქვენი კომპანიის სუსტ უპირატესობაში ცოტაოდენი დროისა და ფულის დაბანდების გონივრულობა.

  • სუსტი უპირატესობის ისეთ ატრიბუტებს, როგორიცაა ნდობა, გუნდური მუშაობა, გემოვნება და ისტორია, შედეგად მოაქვთ ბრენდის უკეთ ცნობადობა და აღიარება, უფრო მაღალი მოგების ზღვარი, საფონდო ბაზრის უფრო მაღალი ანალიტიკური მახასიათებლები, უფრო ერთგული მომხმარებლები და უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თანამშრომლები. სუსტი უპირატესობის მქონე სრულყოფილება არის ბილეთი Commodityville-ში მოსახვედრად.
  • ის კომპანიები, რომლებიც მართვას სუსტ უპირატესობაზე დაყრდნობით აწარმოებენ, უკეთ არიან მომზადებული მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომის დაშვებით ან კატასტროფული ნგრევით გამოწვეული შედეგების დასაძლევად, მაშინ როდესაც იმავე პირობებში სუსტი უპირატესობის არმქონე კომპანიები შეიძლება ვერ გადარჩნენ. ერთგულება, სიყვარული და საქმისადმი თავდადება სუსტი უპირატესობის მტკიცე დივიდენდებია.

ძლიერი უპირატესობის ძალა აუცილებელია სიცოცხლისა და კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ის მხოლოდ მომენტალური სარგებლის მომტანია. ძლიერი უპირატესობის კლონირება უფრო ადვილია, ვიდრე სუსტი უპირატესობის ძალისა, განსაკუთრებით ტექნოლოგიაზე ფასების დაცემისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის პირობებში. Apple-ის ბრწყინვალე დიზაინი და ერთგული ფანების ბაზა – სუსტი უპირატესობის დამახასიათებელი დადებითი მხარეები – უფრო განაპირობებენ Apple-ის ხანგრძლივ პოპულარობას, ვიდრე ძლიერი უპირატესობის ისეთი მახასიათებლები როგორიცაა მომარაგების სისტემა და კაპიტალის ეფექტიანობა, რაც უნდა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეთ მათ.

რა განსაზღვრავს Starbucks-ის სერიოზულ კონკურენტუნარიანობას? საუკეთესო ყავა? არა, ალბათ, უფრო ხალხი, რომლებსაც ყავა უყვართ. შედარებით იაფფასიანი ადგილმდებარეობა? სრულიად საპირისპირო რამ. სწორედ Starbucks-ის სუსტ უპირატესობაზე დაფუძნებული სრულყოფილებისთვისაა დამახასიათებელი ნდობა, ერთგული და მხიარული თანამშრომლები, რაც, უდავოდ, კმაყოფილების მომგვრელი გამოცდილების შექმნას უზრუნველყოფს.

Dell-ის დაბრუნება

Dell Computer-ი (ახლა უბრალოდ Dell) 1990-იან წლებში ყველაზე სწრაფად მზარდ ამერიკულ საფონდო ბაზარს ქმნიდა. 1990 წლის 1 იანვარს ამ კომპანიაში განხორციელებულმა 1000-დოლარიანმა კაპიტალდაბანდებამ 10 წლის შემდეგ 1 მილიონი დოლარი მოიტანა. 1990-იანი წლების განმავლობაში Dell-მა ქარიშხალივით ჩაუქროლა და გაუსწრო თავის კონკურენტებს: Gateway-ს, Compaq-ს და Hewlett-Packard-ს. ამ კომპიუტერული ფირმის ძლიერ უპირატესობაზე დაფუძნებული სრულყოფილება მისი დამფუძნებლის მაიკლ დელის მიერ ოპერატიულ და მომარაგების სისტემაზე მიმართული აქცენტის გაძლიერების შედეგი იყო. Dell-ის ლეგენდარულობა განპირობებული იყო უნაკლო უნარებით, რომელთა შორის იყო ღირებულების მკაცრი კონტროლი, ლოგისტიკის ორგანიზების ოსტატობა და მომარაგების მაღალი ტემპი. ვერც ერთი კომპიუტერებით მოვაჭრე კომპანია ვერ შეედრებოდა Dell-ს ბრწყინვალე შემოთავაზებების, დაბალი ფასების, საკმაოდ კარგი ხარისხისა და სწრაფი მიწოდების თვალსაზრისით.

Dell-ის ამგვარ უნაკლო ეფექტურობას შესანიშნავი შედეგი მოჰქონდა იმ ეპოქაში, როდესაც საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტები პერსონალურ და სამაგიდო კომპიუტერებს ყიდულობდნენ თანამშრომლებისთვის. მაგრამ მისი უპირატესობები დაიჩრდილა სმარტფონებისა და ტაბლეტების ეპოქის მოსვლასთან ერთად – მაშინ, როდესაც თანამშრომლებმა თავიანთი საკუთარი კომპიუტერებით და სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობებით დაიწყეს სამუშაოს შესრულება.

ახლა Dell-ი კერძო კომპანიაა. ამიტომ მას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, იბრძოლოს წარმატების მოსაპოვებლად აქციონერების გვერდის ავლით, რომელთა თვალყურის გარეშე კომპანია ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს. ჯერჯერობით მონაცემები იმედისმომცემია. ის წინასწარ იხდის კრედიტით აღებულ დავალიანებას, ხოლო მისი თანამშრომლების მებრძოლი სული აღმავლობის გზაზეა. ეს მხოლოდ დასაწყისია.

მაგრამ Dell-ისთვის ასევე აუცილებელია საკუთარი სუსტი უპირატესობის ხელახლა აღმოჩენა. მან უნდა მოგვხიბლოს თავისი ახალი პროდუქციითა და მომსახურებით. მან უნდა აღგვიძრას გრძნობები, რომლებიც გვაიძულებენ ვიზრუნოთ მასზე და მის მისიაზე; უნდა გვიხაროდეს მისი წარმატება, როგორც ამას ოდესღაც ვაკეთებდით. სტივ ჯობსმა თავის დროზე ხელახლა დაიჭირა Apple-ის სუსტი უპირატესობა. მაიკლ აისნერმა Disney კვლავ ამაღელვებელი გახადა. Dell-საც ძალუძს იმავეს გაკეთება და მე მჯერა, რომ ის ამას აკეთებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *