Swing Festival-ზე დასასწრებად კოვიდ უარყოფითი ტესტის პასუხი აუცილებელია

Swing Festival-ზე დასასწრებად კოვიდ უარყოფითი ტესტის პასუხი აუცილებელია

30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ფოთში – ოქროს ტბის ტერიტორიაზე Swing Festival  კოვიდ უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდება. ფესტივალის რეგულაციების მიხედვით, სტუმრები ღონისძიებაზე დასწრებას მხოლოდ კოვიდ უარყოფითი ტესტის წარმოდგენის შემთხვევაში შეძლებენ. მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ უკანასკნელი 24 საათის განმალობაში, მეგა ლაბში მიღებული ტესტის პასუხი, ან ფესტივალის შესასვლელებთან მოწყობილ ლაბორატორიებში ჩაიტარონ ტესტირება, რისი ღირებულებაც ოც ლარს შეადგენს.  სტუმრები პასუხს შესასვლელთან მოწყობილ სპეციალურ სივრცეში დაელოდებიან. 

კოვიდ დადასტურებული პირები ფესტივალზე ვერ მოხვდებიან, თუმცა შეძლებენ ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინონ ვირუსი და დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ასევე გარშემომყოფები. თითოეულ მათგანს სრულად დაუბრუნდება ბილეთში გადახდილი თანხა. აღნიშნული რეგულაცია ფესტივალის ყველა სტუმარზე, ვენდორსა და თანამშრომელზე გავრცელდება – Მათ შორის ვაქცინირებულ პირებზეც.

საფესტივალო ზონა 10 ჰექტარს მოიცავს და ობიექტების ძირითადი ნაწილი ღია სივრცეშია განთავსებული. ტერიტორიის ფართობი და სუფთა ჰაერი ხელშემწყობი ფაქტორებია კოვიდ უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

„ფესტივალის იდეის გაჩენისთანავე დავიწყეთ ფიქრი, როგორ შეგვექმნა სტუმრებისთვის არა მხოლოდ საუკეთესო გამოცდილება, არამედ უსაფრთხო გარემო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ შევქმნათ სივრცე, სადაც თანმდევი სტრესისგან გათავისუფლება იქნება შესაძლებელი, ხოლო მეორე მხრივ, მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია. სწორედ ამიტომ თითოეული სტუმარი მხოლოდ კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემდეგ შეძლებს საფესტივალო ზონაში მოხვედრას. ფესტივალის რეგულაციები მაქსიმალურად ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს, თუმცა ცხადია აბსოლუტური უსაფრთხოების გარანტია არ არსებობს, სწორედ ამიტომ, დამატებით ტერიტორია მოწყობილი იქნება რეკომენდაციების გათვალისწინებით და ასევე აღჭურვილი საჭირო საშუალებებით“.- ამბობს Swing Festival-ის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე ჯულაყიძე.

სამი დღის განმავლობაში, 70-მდე ქართველი და უცხოელი არტისტი Swing Festival-ის სამ სცენაზე გადანაწილდება და განსხვავებული გემოვნების მსმენელისთვის დაუკრავს. გარდა უცხოეთიდან მოწვეული არტისტებისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართველი მუსიკოსებს. 

ფესტივალის მიზანია შექმნას სივრცე, რომელშიც მუსიკის მოყვარულებს გააერთიანებს და მათ საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებას შესთავაზებს. ასევე წარმოაჩინოს უძველესი საპორტო ქალაქის  უპირატესობები და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს რეგიონის კულტურულ თუ ეკონომიკურ განვითარებაში.

ფესტივალზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

ფესტივალის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

Facebook   Instagram

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *