Accor-ი, მსოფლიოში წამყვანი სასტუმროების ჯგუფი, Swissôtel Tbilisi-ის გახსნის შესახებ აცხადებს. ეს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში პრემიუმ ბრენდის დებიუტს წარმოადგენს. ახალი ფლაგმანი სასტუმრო თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირთან, მშრალი ხიდიდან და მისი ავთენტური ბაზრიდან ახლოს მდებარეობს, გარშემორტყმული მრავალი პოპულარული ღირსშესანიშნაობით, მათ შორის თეატრებით, მუზეუმებით, გასართობი და სავაჭრო ცენტრებით.
Swissôtel Tbilisi აერთიანებს თანამედროვე ინტერიერს, მაღალი ხარისხის კომფორტსა და Swissôtel-ის ბრენდის მსოფლიო კლასის სერვისს, რაც გულისხმობს ხარისხს, ეფექტიანობასა და ზრუნვას. ახალი ობიექტი შეემატება Accor-ის მზარდ პორტფოლიოს საქართველოში, რომელიც უკვე მოიცავს რვა სასტუმროს ქვეყანაში.
„განვითარებული ინფრასტრუქტურით, მდიდარი კულტურითა და მრავალფეროვანი გასტრონომიული გამოცდილებით, საქართველო სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პოტენციურად წარმატებული მიმართულებაა. Swissôtel Tbilisi-ის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი შემდგომი გაფართოების ამ დინამიკურ ბაზარზე. ეს ახალი გამორჩეული სასტუმრო აერთიანებს თანამედროვე დიზაინს შვეიცარიული სტუმარმასპინძლობის ტრადიციებთან, და აქცევს მას იდეალურ ადგილად იმ მოგზაურთათვის, ვისაც სურს გაიცნოს თბილისი ქალაქის შუაგულიდან “, – განაცხადა ალექსის დელაროფმა, Accor New East Europe-ის მთავარმა ოპერაციულმა დირექტორმა.
„Swissôtel Tbilisi არის განსაკუთრებული პროექტი და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის უნიკალურ გამოცდილებას მოუტანს ქალაქსა და მის საზოგადოებას. მოუთმენლად ველით სტუმრებს თბილი და დასამახსოვრებელი მასპინძლობით, თბილისში დაუვიწყარი დასვენების და მოქალაქეების უნიკალური კულინარიული გამოცდილების გასაზიარებლად” – განაცხადა ერდოღან შაჰინმა, Mercure Tbilisi Old Town-ისა და Swissôtel Tbilisi-ის კლასტერის გენერალურმა მენეჯერმა.
სასტუმროს ინტერიერი, შექმნილი დიზაინისა და არქიტექტურის ცნობილი სტუდია Sundukovy Sisters-ის მიერ, ქმნის სასიამოვნო და ელეგანტურ ატმოსფეროს ყვავილების ნიმუშებით, დეკორატიული ელემენტებითა და ნეიტრალური ტონებით. Swissôtel Tbilisi წარმოდგენილია 130 ოთახით, მათ შორის სხვადასხვა ვარიანტებით, როგორიცაა Swiss Business Advantage, Deluxe King ნომრები და საპრეზიდენტო ლუქსი. ახალ სასტუმროში ასევე არის Swissôtel Vitality Room – სივრცე, რომელიც შექმნილია სტუმრებისთვის, მათი სახლიდან შორს ყოფნის დროს გონებრივი და ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
Swissôtel Tbilisi სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან კულინარიულ გამოცდილებას, როგორიცაა Atmosphere – რესტორანი და ბარი მეშვიდე სართულზე, სადაც წარმოდგენილია აზიური სამზარეულო და საფირმო კოქტეილები, Cafe Swiss – ავთენტური შვეიცარიული დელიკატესები, Olives – ხმელთაშუა ზღვის სამზარეულო და მრავალფეროვანი საუზმე ბუფეტის სტილის კომფორტულ ატმოსფეროში. სხვა პირობებში შედის საფირმო Pürovel Spa & Sport, რომელიც შთაგონებულია ალპების სეზონის ცვალებადობით, და ფიტნეს ცენტრი საცურაო აუზით, საუნითა და ჰამამით.
Swissôtel Tbilisi ასევე გთავაზობთ ოთხ სრულად აღჭურვილ და მრავალმხრივი ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეს. სასტუმრო მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 30 წუთის სავალზე, რაც ძალიან მოსახერხებელია საერთაშორისო მოგზაურებისთვის როგორც საქმიანი, დასასვენებლად გამიზნული ვიზიტებისთვის
Swissôtel Tbilisi-ში სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ პრივილეგიებით, ასევე სერვისებისა და გამოცდილებების მრავალფეროვანი უპირატესობებით ALL – Accor Live Limitless ცნობილი ლოიალობის პროგრამის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს დაუვიწყარ გამოცდილებას ყოველი სტუმრობის დროს და მის შემდგომ. S