ტაილანდის ტურიზმის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, ქვეყანამ 2024 წლის პირველ სამ თვეში 9.4 მილიონი ტურისტი მიიღო. სამინისტროს მონაცემებით, მათ მიერ ტაილანდის ეკონომიკაში შეტანილი კონტრიბუცია $12.4 მილიარდს შეადგენს.
სამხრეთ-აღმოსავლეთაზიური სახელმწიფო წელს 40 მილიონი ტურისტის მიღებას გეგმავს, რაც ტაილანდისთვის 2019 წლის, პანდემიამდელ შედეგთან მიახლოებული მაჩვენებელი იქნება. პანდემიის ეფექტისაგან სრულად აღდგენასა და რეკორდული რაოდენობის ტურისტების მიღებას ქვეყანა მომავალ წელს გეგმავს.
ტურისტების რაოდენობით ტაილანდი აზიაში მეორე ყველაზე სასურველი მიმართულებაა. პირველ ადგილს ამ მაჩვენებლით აზიაში ჩინეთი იკავებს, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 65 მილიონ ტურისტს მასპინძლობს. ტურისტების დანახარჯების მიხედვით კი ტაილანდი აზიაში პირველ ადგილზე იმყოფება.