დამატებითი ინვესტიციების გარეშე აზერბაიჯანიდან ევროპამდე ტრანსანატოლიურმა მილსადენმა (TANAP), შესაძლოა, ევროპაში წყალბადის ტრანსპორტირება დაიწყოს. ამის შესახებ თურქული მედია წერს. ცნობისთვის, წყალბადი, რომელიც განახლებადი, ბირთვული და სხვა სახის ენერგორესურსებით იწარმოება, შესაძლებელია, რომ ბუნებრივ აირად ტრანსპორტირდეს მილსადენებით.
წყალბადს მომავლის საწვავად მიიჩნევენ, ამიტომაც ამ ტექნოლოგიის განვითარებას ბევრი კომპანია ცდილობს. მაგალითად, იაპონური, ბრიტანული და გერმანული ენერგოკომპანიები, მათ შორის BP-იც.
აზერბაიჯანულ ნავთობკომპანია SOCAR-ს უკვე დასრულებული აქვს კვლევა წყალბადის TANAP-ის გამოყენებით ტრანსფორმაციის შესახებ. როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ინვესტიციებისა და მარკეტინგის საკითხებში ელშად ნასიროვმა განაცხადა, ეს პროექტი მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის განვითარებისათვის.
TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით. სამხრეთის გაზის დერეფანი (SGC) კი აერთიანებს „შაჰ-დენიზის“ საბადო 2-ს, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს, TANAP-ს და ტრანსადრიატიკულ მილსადენს.
აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, ალბანეთი და იტალია ის ქვეყნებია, რომლებიც ამ 3500-კილომეტრიანი გაზსადენის პროექტში მონაწილეობენ.
დატოვე კომენტარი