“თიბისი ბანკმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით ახალი რესურსების მოზიდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. “თიბისი ბანკმა” ამერიკული Citi ბანკისგან ამ მიმართულებით დაფინანსების გასაზრდელად $67 მილიონის მოცულობის დაფინანსება მიიღო. ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში “თიბისი ბანკსა” და Citi ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა.
”ჩვენ მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ვაჭრობის ფინანსირების სფეროში საკმაოდ გრძელვადიანი პარტნიორობა გვაქვს, და ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართულ ბიზნესს, რომ გააფართოვონ სავაჭრო საქმიანობა უცხოეთში. ამჟამად, საქართველოში ვაჭრობის ფინანსირების სფეროში ჩვენი საბაზრო წილი დაახლოებით, 50%-ს შეადგენს, ამ ახალი პროგრამის ფარგლებში კი, ჩვენ შეგვეძლება კიდევ უფრო გავაფართოვოთ მხარდაჭერა ადგილობრივი ბიზნესების მიმართ და წვლილი შევიტანოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,” – ამბობს “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
”ეს სავაჭრო ფინანსირების სფეროში Citi ბანკსა და თიბისის შორის პირველი შეთანხმებაა. საქართველოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტისთვის ამ დაფინანსების გამოყოფით, Citi ბანკი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის მისწრაფებას ხელი შეუწყოს მსოფლიოს განვითარებად ბაზრებს ზრდაში. ჩვენ თიბისი ბანკთან და მთლიანად საქართველოს საბანკო სექტორთან არსებული გრძელვადიანი პარტნიორობით ვამაყობთ,” – ამბობს Citi ბანკის წარმომადგენელი ჩაფიკ ჰადადი.
დატოვე კომენტარი