TBC Bank Group PLC (“TBC PLC”) აცხადებს, რომ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა. ის გიორგი შაგიძეს ჩაანაცვლებს, რომელიც ბანკში წინასწარი მონაცემებით, წლის ბოლომდე დარჩება მრჩეველის როლში.
გიორგი მეგრელიშვილს აქვს მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტის კუთხით. მას TBC Bank-ში ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიცია 2020 წლის მარტიდან უკავია. მეგრელიშვილი TBC Bank-ში მისვლამდე ხელმძღვანელობდა კაპიტალის რისკების დეპარტამენტს Natwest Markets NV- ში (ამსტერდამი), მანამდე გიორგი 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც მას სხვადასხვა წამყვანი პოზიციები ეკავა. გიორგიმ MBA-ის ხარისხი წარჩინებით მიიღო კემბრიჯის უნივერსიტეტში.
”მინდა მივულოცო გიორგი მეგრელიშვილს ახალი პოზიცია და ვუსურვო წარმატება როგორც ჯგუფის ფინანსურ დირექტორს. მას აქვს ძალიან ღირებული ცოდნა და გამოცდილება. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ხანგრძლივი იქნება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი შაგიძეს 10 წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო სამომავლო საქმიანობაში“, -განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, TBC PLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მეგრელიშვილი მოვალეობის შესრულებას 28 ოქტომბრიდან შეუდგა.
დატოვე კომენტარი