ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, “თიბისი ბანკის” დირექტორთა საბჭომ ანაზღაურების ცვლადი კომპონენტის სახით, £877,000-ის ღირებულების გადავადებული აქციები მიიღო. მათ შორის ყველაზე მეტი, £254,146-ის ღირებულების აქციები ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ მიიღო.
„TBC PLC აცხადებს, რომ მისმა ანაზღაურების კომიტეტმა 2021 წლის 24 მარტს დაამტკიცა გადავადებული აქციების განაწილება 2020 წლის ანაზღაურების ნაწილის სახით. TBC PLC-იმ აღნიშნული მოცულობის აქციები მათ უკვე გადასცა“, – ნათქვამია ბანკის მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გადავადებული აქციების სახით განაწილებული მოცულობები აქციების დღევანდელი საბაზრო ღირებულების მიხედვით ასეთია:
- ვახტანგ ბუცხრიკიძე – 23,752 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 254,146 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾1,194,971;
- ნინო მასურაშვილი – 20,631 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 220,752 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾1,037,952;
- თორნიკე გოგიჩაიშვილი – 11,914 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 127,480 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾599,397;
- ნიკოლოზ ქურდიანი – 11,914 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 127,480 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾599,397;
- გიორგი თხელიძე – 11,914 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 127,480 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾599,397;
- გიორგი მერელიშვილი – 1,862 აქცია, საბაზრო ღირებულება გირვანქა სტერლინგში, 19,923 საბაზრო ღირებულება ლარებში ₾93,678.
ამჟამად „თიბისი PLC“-ის ერთი აქციის ღირებულება 10.7 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობა 590 მილიონი გირვანქა სტერლინგია.
დატოვე კომენტარი