TBC მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ელის

TBC მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ელის

25 სექტემბერს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე კომიტეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის შესახებ იმსჯელებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი განრიგით წელიწადში რვაჯერ იკრიბება, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სებ–ი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს.

TBC-ში ელოდებიან, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5%–ით გაზრდის. როგორც ბანკის მიმოხილვაშია აღნიშნული, არაა გამორიცხული, რომ განაკვეთის გაზრდის პარალელურად სებ–მა ბაზარზე ინტერვენციებიც ჩაატაროს და რეზერვები გაყიდოს.

შეგახსენებთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი ამ ეტაპზე 7%–ია.

2019 წლის აგვისტოში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 3,697 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 27.0%-ით, წინა თვესთან მიმართებით კი 0.6%-ით მეტი. 2019 წლის იანვარ-ივნისში სებ-მა სავალუტო აუქციონზე 165.0 მლნ აშშ დოლარი შეიძინა, ხოლო გამოყენებული ოფციონების საშუალებით დაახლოებით 50 მლნ აშშ დოლარი, აგვისტოში კი 32.8 მლნ აშშ დოლარი გაყიდა. 2018 წელს სებ-ის მიერ განხორციელდა 197.5 მლნ აშშ დოლარის შეძენა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *