TECH Friends of Georgia $500,000-ის ინვესტირებას განახორციელებს

TECH Friends of Georgia $500,000-ის ინვესტირებას განახორციელებს

ამერიკელმა ინვესტორებმა ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად ნახევარმილიონიანი ფონდი შექმნეს – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. შესაბამისი ფონდის დაფუძნებისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და TECH Friends of Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამ მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, სპეციალური შერჩევის პრინციპით, გამოავლენს გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპებს, რომლებშიც TECH Friends of Georgia 500,000 აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებისა და საქართველოსა და კალიფორნიის სტარტაპ-ეკოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მხარეები თანხმდებიან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით გაუწიონ ორგანიზება სხვადასხვა აქტივობას, რაც ქართული სტარტაპებისთვის ხელმისაწვდომს გახდის საჭირო რესურსებსა და ფინანსებზე წვდომას, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

„ამის ლოგიკური გაგრძელებაა მემორანდუმზე ხელმოწერა ჩვენს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ოთხ ამერიკელ ინვესტორს შორის. ესაა ვენჩურული ფონდები, რომლებიც საქმიანობენ სილიკონ-ველიზე. მათ ერთობლივად შექნეს ფონდი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლითაც მოხდება ჩვენ მიერ შერჩეული სტარტაპების თანადაფინანსება. მათი შერჩევის პროცესში ჩართულები არიან საუკეთესო სპეციალისტები და ინვესტორები სილიკონის ველიდან, რომლებიც დაინტერესებული არიან ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *