მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ხუთეულის ე.წ. FAANG-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $1 ტრილიონით შემცირდა.
საუბარია Facebook-ზე, Amazon-ზე, Apple-ზე, Netflix-სა და Google-ის დედა კომპანია Alphabet-ზე.
ბოლო 52 კვირის განმავლობაში კომპანიების ღირებულება შემდეგნაირად შეიცვალა:
- Facebook: -$253 მლრდ
- Amazon: -$280 მლრდ
- Apple: -$253 მლრდ
- Netflix: -$67 მლრდ
- Alphabet: -$164 მლრდ
ხუთივე კომპანიის აქციების ფასი სამშაბათს ვაჭრობისასაც მკვეთრად დაეცა. ყველაზე მეტად აქციების ფასი Apple-ს შეუმცირდა, – 4.8%-ით.
Forbes-ი წერს, რომ ივლისიდან მოყოლებული Facebook-ის ღირებულება 40%-ით შემცირდა, სექტემბრიდან მოყოლებული კი Amazon ღირებულება 26%-ით დაეცა.
დატოვე კომენტარი