ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla ახალი ქარხნის აშენებას ამერიკის სამხრეთ–დასავლეთ რეგიონში გეგმავს. როგორც კომპანიამ განაცხადა, ქარხნის მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის მესამე კვარტლამდე უნდა მოხერხდეს.
ახალი ქარხანა Tesla-ს სატვირთო მანქანისა და Model Y SUV-ის წარმოებას დაიწყებს.
როგორც ცნობილია, ავტომწარმოებელს სურს დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის ინვესტირება. ქარხანა 370 000-470 000 კვ.მ-ის ფართობზე გაშენდება და 5000 ადამიანს დაასაქმებს.
Tesla-ს აშშ-ში სამი დიდი ქარხანა აქვს, გასულ წელს კომპანიამ ქარხანა ჩინეთშიც გახსნა და ბერლინშიც გეგმავს პირველი “ევროპული ქარხნის” აშენებას.
დატოვე კომენტარი