ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Tesla ჩინეთში ბატარეების საწარმოებლად ახალ ქარხანას ააშენებს.
წინასწარი მონაცემებით, შანხაიში განლაგებული ქარხანა ყოველწლიურად 10,000 ერთეული Megapack-ის წარმოებას შეძლებს. ცნობისთვის, ჩვეულებრივი ბატარეებისგან განსხვავებით, Megapack-ის დანიშნულება ჭარბი ელექტროენერგიის შენახვა და ელექტროსისტემის დასტაბილურებაა. აღნიშნული მოწყობილობა ძირითადად კერძო კომერციულ ობიექტებსა და ელექტროსადგურებში გამოიყენება.
Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, ქარხნის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. მისივე ინფორმაციით, საწარმო 2024 წლიდან ამუშავდება.
დატოვე კომენტარი