Tesla-მ $1900-იანი საბავშვო Cyberკვადროციკლი გამოუშვა

Tesla-მ $1900-იანი საბავშვო Cyberკვადროციკლი გამოუშვა

Tesla-მ საინტერესო ახალი პროდუქტი, Cybertruck-ის მოტივებზე შესრულებული, საბავშვო ელექტროკვადროციკლი გამოუშვა – კვადროციკლი ყველგანმავალია, მას ფოლადის კარკასი, მოქნილი საკიდარი, დასაჯდომი ბალიში, უკანა მუხრუჭი და LED-სანათები აქვს. Tesla-ს უახლესი პროდუქტი $1900 ღირს და მისი შეძენა კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შეიძლება, მაგრამ პროდუქტის მოწოდებას, ორიდან ოთხ კვირამდე დასჭირდება.

Tesla-ს უახლესი Cyberკვადროციკლი განკუთვნილია რვა წლის ასაკზე უფროსი ბავშვებისთვის – მისი მაქსიმალური სიჩქარე 16 კმ/სთ-შია, ხოლო ელემენტის ერთი დამუხტვით ის 24 კილომეტრს გადის. Tesla-ს განცხადებით, კვადროციკლის ელემენტის სრულად დამუხტვას ხუთი საათი სჭირდება, თუმცა მისი მოხმარება დამოკიდებულია მძღოლის წინაზე, ადგილის რელიედსა და სიჩქარეზე. კვადროციკლს სამი სიჩქარე აქვს: 8 კმ/სთ და 16 კმ/სთ – წინ მოძრაობისას და 8 კმ/სთ – უკან მოძრაობისას. Tesla-ს განცხადებით, კვადროციკლის ელემენტის სრულად დამუხტვას ხუთი საათი სჭირდება.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *