ელონ მასკის კომპანია Tesla-მ მოიპოვა ლიცენზია დასავლეთ ევროპაში ელექტროენერგიით ვაჭრობის შესახებ. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემის ცნობით, კომპანია მომხმარებლების გამოკითხვას აწარმოებს გერმანიაში იმის შესახებ, აპირებენ თუ არა ისინი Tesla-ს ელექტროენერგია გამოიყენონ.
ახალი მიმართულების გამო, კომპანიას სავარაუდოდ, მოუწევს ენერგოინდუსტრიის წარმომადგენლებთან პარტნიორობა, რათა მათ ეს მომსახურება გერმანიაში დანერგონ.
კომპანია ენერგობაზარზე ოპერირების გეგმების შესახებ ჯერჯერობით ოფიციალურად არ საუბრობს.
Როგორც Reuters-ი წერს, ელექტროენერგიის გენერირებისა და ვაჭრობის დაწყება, Tesla-ს დაეხმარება შეამციროს თავისი ავტომობილების ხარჯები, მაშინ როდესაც სხვა ავტომწარმოებლები, მაგალითად, გერმანული BMW, Audi, Porsche და Mercedes-ი ახალი ელექტრომობილების მოდელებზე მუშაობენ.
ასევე, ელონ მასკის კომპანიის გეგმები გაზრდის კონკურენციას კომუნალური სერვისების ბაზარზე.
ცნობისთვის, Tesla უკვე აწარმოებს და ყიდის მზის ბანელებს, ასევე ენერგიის შემნახველ სისტემებს სახლისთვის.
დატოვე კომენტარი