Tesla-მ მიწოდების კუთხით ახალი რეკორდი დაამყარა

Tesla-მ მიწოდების კუთხით ახალი რეკორდი დაამყარა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ 2023 წლის IV კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშზე დაყრდნობით ირკვევა, რომ კომპანიამ მიწოდების კუთხით ახალი რეკორდი დაამყარა.

მონაცემების თანახმად, IV კვარტალში Tesla-მ მსოფლიო მასშტაბით 484,000 ავტომობილის მიწოდება შეძლო. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ მოცემულ კვარტალში რეკორდი დაამყარა წარმოების კუთხითაც – მან 495,000 ელექტრომობილი გამოუშვა. მთლიანობაში, 2023 წლის განმავლობაში Tesla-ს მიერ მსოფლიო მასშტაბით მიწოდებული ავტომობილების რაოდენობამ 1.81 მილიონი შეადგინა.

„მეოთხე კვარტალში ჩვენ ვაწარმოვეთ დაახლოებით 495,000 ავტომობილი და მივაწოდეთ 484,000-ზე მეტი. 2023 წელს ავტომობილების მიწოდება 38%-ით, 1.81 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო წარმოებამ 35%-ით, 1.85 მილიონამდე მოიმატა. მადლობა ჩვენს ყველა მომხმარებელს, თანამშრომელს, მომწოდებელს, აქციონერსა და მხარდამჭერს, რომლებიც დაგვეხმარნენ 2023 წლის ამ შესანიშნავ მიღწევებში“, – აცხადებენ კომპანიაში.

2023 წლის IV კვარტალში Tesla-ს მიწოდებისა და წარმოების მაჩვენებლები:

 

 

 

 

 

 

Tesla-ს 2023 წლის მიწოდებისა და წარმოების მაჩვენებლები: