Tesla-მ ღირებულების მესამედი დაკარგა. კერძოდ, იანვრის რეკორდული საბაზრო ღირებულების შემდეგ ილონ მასკის ელექტრომობილების მწარმოებლის ფასი დაახლოებით 35%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, Tesla-ს საბაზრო ღირებულება $300 მილიარდით შემცირდა 26 იანვრის შემდეგ, როდესაც კომპანია $550 მილიარდი ღირდა.
მხოლოდ ორშაბათის ვაჭრობის შედეგად, კომპანიის აქციები 4%-ით შემცირდა.
ცნობისთვის, ტექნოლოგიური კომპანიების აქციები 12 თებერვლის შემდეგ იკლებს. თუმცა Tesla-ს აქციების ფასის კლება გაცილებით უფრო მასშტაბურია უოლ-სტრიტის სხვა კომპანიებთან შედარებით.
Tesla-ს აქციების მატება გასული რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანიის მიერ ავტოწარმოების ზრდის მოლოდინებს მოჰყვა. ასევე ელოდებოდნენ სატვირთო ავტომობილ Cybertruck-ის მიწოდების დაწყებასაც, რომელიც ილონ მასკმა 2019 წელს წარადგინა. თუმცა რამდენიმე დღის წინ მასკმა განაცხადა, რომ სატვირთო მანქანის მიწოდება ბაზრისთვის წლის მეორე კვარტალში დაიწყება.
დატოვე კომენტარი