Tesla-ს გერმანიაში „გიგაქარხნის“ მშენებლობის ნებართვა მისცეს. ბერლინის სასამართლომ ნება დართო ელექტრომობილების ამერიკულ მწარმოებელ კომპანიას გაასუფთავოს 92 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე ტყის მასივი, რათა იქ შემდეგ ქარხანა ააშენოს. ეს Tesla–ს პირველი ქარხანა იქნება ევროპაში.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ქარხნის აშენების შეჩერების მოთხოვნით გარემოსდამცველმა აქტივისტებმა მიმართეს. თუმცა, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკულ ელექტრომწარმოებელს შეუძლია დაიწყოს ტყის მასივის გასუფთავება და შემდეგ მშენებლობა.
Tesla ბერლინში ქარხნის გახსნას 2021 წლისთვის აპირებს. ქარხანაში 10 000 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი, სადაც წლის განმავლობაში სულ მცირე 500 000 ელექტრომობილი უნდა აწარმოონ.
წყარო: DW
დატოვე კომენტარი