Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა ელექტრომობილის უახლესი მოდელი წარადგინა. ეს გახლავთ პირველი კიბერმანქანა, რომელიც აღჭურვილია ბრონირებული მინით და ერთი დამუხტვით 500 მილის დაფარვა შეუძლია. მასკის განცხადებით, პიკაპის ფასი 39,990 აშშ დოლარიდან იწყება.
როგორც მასკმა აღნიშნა, მათ კიბერპიკაპითვის გამოიყენეს ზუსტად იგივე უჟანგავი მეტალი, რომელიც საჰაერო ხომალდების წარმოებაში გამოიყენება.
კიბერპიკაპი სამი მოდელით იქნება წარმოდგენილი ბაზარზე. მანქანა, ერთი ძრავით და უკანა წამყვანი თვლებით, 250 მილის გავლას შეძლებს, ორმაგი ძრავით და წინა და უკანა წამყვანი თვლებით – 300 მილს დაფარავს, ხოლო სამმაგი ძრავით და წინა-უკანა წამყვანი თვლებით – 500 მილს.
წყარო: Business Insider
დატოვე კომენტარი