2021 წლის 5 მაისს “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” გენერალურ დირექტორად და დირექტორთა საბჭოს წევრად იაცეკ ოლზაკი დაინიშნა. ამ მოსალოდნელი ცვლილების შესახებ კომპანიამ ოფიციალური განცხადება 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა.
2008 წლიდან PMI აქტიურად მუშაობს მეცნიერულად დასაბუთებული, თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის შექმნასა და კომერციალიზაციაზე. 2016 წელს კი კომპანიამ ოფიციალური განცხადება გააკეთა ტრანსფორმაციის შესახებ.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო “ფილიპ მორისის” ტრანსფორმაციას და, PMI-ს გუნდთან ერთად, დავაჩქარო კვამლისგან თავისუფალი მომავლის განხორციელების პროცესი. მეცნიერული ინოვაციების თვალსაზრისით, PMI თამბაქოს ინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა და ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ამბიცია, 2025 წლისთვის კომპანიის მოგების 50%-მე მეტი უკვამლო პროდუქტების რეალიზაციის შედეგად მივიღოთ“, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა.
მისივე თქმით, კომპანია აქტიურად გააგრძელებს სამეცნიერო კვლევებში ინვესტიციების განხორციელებასა და ბიზნესის განვითარების ახალი არეალის ძიების პროცესს.
„იაცეკს აქვს სიღრმისეული ცოდნა კომპანიის ფასეულობების, ღირებულებების, პროდუქტებისა და ორგანიზაციული მოწყობის შესახებ, სწორედ ამიტომ, ის გენერალური დირექტორის პოზიციისთვის იდეალურ კანდიდატურას წარმოადგენს“, – განაცხადა ანდრე კალანცოპოლუსმა. აღსანიშნავია, რომ ანდრე კალანცოპოლუსი საქმიანობას დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარის ამპლუაში გააგრძელებს.
„იაცეკ ოლზაკი საერთაშორისო დონეზე ხელმძღვანელობდა PMI-ს უკვამლო მომავლის განხორციელების პროცესს. მისი უნარები და გამოცდილება კომპანიის ისტორიაში ახალი თავის საინტერესო დასაწყისი იქნება“, – განაცხადა იური გორდოკმა, “ფილიპ მორის ინთერნეიშენალის” გენერალურმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.
იაცეკ ოლზაკის გამოცდილების შესახებ
56 წლის იაცეკ ოლზაკი “ფილიპ მორის ინთერნეიშენალს” 1993 წელს შეუერთდა. თავდაპირველად ის ფინანსებისა და მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობდა. შემდეგ, PMI-ს მმართველი დირექტორად დაინიშნა პოლონეთსა და გერმანიაში, ასევე იყო PMI-ს პრეზიდენტი ევროკავშირის რეგიონში.
2012 წლიდან იგი კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა, 2018 წლიდან კი PMI-ს ოპერაციული დირექტორი გახდა. მას მოპოვებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის წოდება ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
იაცეკ ოლზაკის წვლილი უკვამლო მომავლის განხორციელების პროცესში
იაცეკ ოლზაკი აქტიურად მონაწილეობს უკვამლო მომავლის განხორციელების პროცესში. 2014 წლიდან იგი იაპონიაში, კერძოდ ნაგოიაში, ხელმძღვანელობდა IQOS-ის კომერციალიზაციის პროცესს. მისი, როგორც მთავარი ოპერაციული დირექტორის, ძალისხმევის შედეგად 2021 წლის პირველ კვარტალში PMI-მ 28%-ით გაზარდა IQOS-ის გაყიდვისგან მიღებული შემოსავლები და სწორედ მისი ჩართულობის შედეგად, დღეს თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა, IQOS-ი მსოფლიოს 66 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი.
იაცეკ ოლზაკის ძალისხმევის შედეგად წარმატებულად განხორციელდა PMI-ს კომერციული გარდაქმნის პროცესი და კომპანია ძირითადი მოდელიდან – „ბიზნესი-ბიზნესისთვის“ (B2B) გადავიდა „ბიზნესი – მომხმარებლისათვის“ (B2C) ბიზნესმოდელზე.
ფილიპ მორის ინთერნეიშენალი: უკვამლო მომავლის უზრუნველსაყოფად
„ფილიპ მორის ინთერნეიშენალი“ (PMI) უძღვება თამბაქოს ინდუსტრიაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს, რომელიც უკვამლო მომავლის შექმნასა და ტრადიციული სიგარეტის უკვამლო მოწყობილობებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა წარმოადგენს არჩევანს იმ ზრდასრულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ მოწევას.
დატოვე კომენტარი