27 ივნისს 20:00 საათზე, ტექნოპარკის საკონფერენციო დარბაზში Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ის ორგანიზებით რიგით მე-14 Fuckup Nights Tbilisi გაიმართება. ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება.
Fuckup Nights Tbilisi vol. 14-ის პირველი მომხსენებელია იანიკ კვიკი ესპანეთიდან.
იანიკი Fvckup Nights-ის რეგიონალური დირექტორია. ის ასევე ციფრული მარკეტერია და მუშაობდა ისეთი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: RedBull, Disney, Marriott, Disney World და PepsiCo. 2011 წელს მან იმოგზაურა ავსტრალიაში. ის ერთი წლის განმავლობაში საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და განუკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვთა ფონდებს კაპიტალის მოძიებაში ეხმარებოდა.
Fuckup Nights Tbilisi vol. 14-ის მეორე მომხსენებელია სტუმარი ერევნიდან, გევ ბალიანი.
გევ ბალიანი არის Ucraft-ის, SaaS საიტ მშენებლობის პლატფორმის დამფუძნებელი. მას ფართო გამოცდილება აქვს ვებისა და მისი დამხმარე კომპონენტების შემუშავებაში. ასევე, აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ინტერესი UX-ის, მონაცემების შეგროვება-ვიზუალიზაციისა და სისტემატიზირებული ძიების სფეროში. უყვარს საკუთარი გამოცდილების ხალხისთვის გაზიარება და ვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ექსპერიმენტი.
Fuckup Nights Tbilisi vol. 14-ის მეოთხე სპიკერია თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
ელჩმა იაზგანმა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 1993 წელს დაიწყო. სამინისტროში მუშაობდა კულტურის, ევროპულ საქმეთა, ამერიკის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის დეპარტამენტებში. 2012-2017 წლებში ელჩი იაზგანი იყო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე. სხვადასხვა დროს მსახურობდა თურქეთის საელჩოებში მასკატში, კიევსა და მოსკოვში, აგრეთვე ეუთოში თურქეთის მუდმივ წარმომადგენლობაში. 2017 წლის 15 დეკემბერიდან არის თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში.
მეოთხე სპიკერია ზაზა ფაჩულია
ზაზა არის NBA-ს ორ გზის ჩემპიონი და ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი Detroit Pistons-ში. ის ასევე გახლავთ ანტრეპრენერი და 2 სასტუმროსა და Snap Fitness Georgia-ს თანადამფუძნებელი, ზაზა ახლახანს გახდა ქართული ბრენდი CROSTY-ს პარტნიორი და ბრენდ ამბასადორი. გარდა ამისა, ზაზას დაარსებული აქვს კალათბურთის აკადემია, რათა ხელი შეუწყოს ქართველ ბავშვებში კალათბურთის პოპულარიზაციას.
ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ Fuckup Nights Tbilisi vol. 14-ი გამორჩეული იქნება სპიკერების განსაკუთრებული ისტორიებით, ხოლო გამოსვლების შემდეგ ტრადიციულად გაგრძელდება ნეთვორქინგი.
რა არის Fuckup Nights?
Fuckup მოძრაობა 2012 წელს მექსიკაში დაიწყო. დღეს ღონისძიებები ყოველთვიურად მსოფლიოს 300-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველო გლობალურ მოძრაობას 2018 წლის 13 აპრილს შეუერთდა.
ამ ხნის განმავლობაში Fuckup Tbilisi-ს სცენა ღია იყო ყველასთვის, ვინც არ შეუშინდა ფართო აუდიტორიასთან საკუთარ მარცხზე საუბარს. Fuck-up Nights Tbilisi-ს სცენამ უმასპინძმა სტარტაპებს, არქიტექტორებს, ექიმებს, პოლიტიკოსებს, ანტრეპრენერებს, ეკონომისტებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, ჟურნალისტებსა და პრომოუტერებს და უამრავ სხვა საინტერესო პროფესიის ადამიანს.
ვისთვის კეთდება?
მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის… Fuckup Nights არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე და დრო გაატაროს სასიამოვნო გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად.
ივენთის ლინკი: https://www.facebook.com/events/364192220966695/
ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA და თბილისის ღამის ეკონომიკის სტრუქტურა. ღონისძიების მასპინძელია ტექნოპარკი.
დატოვე კომენტარი