უკვე მეორე წელია ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე “ჭკვიან ქალაქად“ სახელდება. IESE Cities in Motion Index მიხედვით, სიაში მეორე და მესამე პოზიციებს ლონდონი და პარიზი ინაწილებენ.
რეიტინგში მსოფლიოს 80 ქვეყნის 165 ქალაქის მონაცემია გაანალიზებული შემდეგი ინდიკატორების მიხედვით: ადამიანური კაპიტალი (ტალანტების მოზიდვა, განვითარება და შენარჩუნება); სოციალური ინტეგრაცია (კონსენსუსი ქალაქში მცხოვრებ სხვადასხვა ჯგუფეს შორის); ეკონომიკური განვითარება, სატრანსპორტო და ეკოლოგიური განვითარება, ურბანული დაგეგმარება.
ლონდონმა საუკეთესო შედეგი ადამიანური კაპიტალის კრიტერიუმში მიიღო, მიზეზი კი ქალაქში პრესტიჟული უნივერსიტეტებისა და ცენტრების რაოდენობაა. პარიზის დაწინაურება კი ქალაქში განვითარებულმა ტრანსპორტმა – კერძოდ კი მეტრომ და მოსახლეობაზე მორგებულმა ველობილიკებმა გამოიწვია.
თბილისს საუკეთესო შედეგი “გარემოს“ კრიტეიუმში აქვს – 39-ე ადგილი, ხოლო ყველაზე ცუდი კი ურბანულ დაგეგმარებაში – 130-ე ადგილი. თბილისი 104-ე ადგილზეა ეკონომიკის კრიტერიუმში, ადამიანური კაპიტალის კრიტერიუმში 125-ზე, ტექნოლოგიების კრიტერიუმში კი 108-ზე.
რეიტინგში ბოლო ადგილები პაკისტანის, ნიგერიისა და ინდოეთის ქალაქებმა დაიკავეს.
დატოვე კომენტარი