“სეუ დეველოპმენტში” მიზნად დაისახეს მოსახლეობისთვის ისეთი პროექტი შეეთავაზებინათ, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებდა თანამედროვეობის ერთ-ერთ აქტუალურ გამოწვევას, ანუ იქნებოდა ეკოლოგიურად ჯანსაღი და ურბანული ცენტრის რუტინულ ხმაურს მოშორებული. სულ მალე, 2017 წლის ბოლოს “მწვანე ეზო” უკვე მზად იქნება ახალი მობინადრეების მიღებისთვის. პროექტის კონცეფციისა და უპირატესობების შესახებ “სეუ დეველოპმენტის” დირექტორი, ზურაბ მექვაბიშვილი გვესაუბრა.
რას საქმიანობს დეველოპერული კომპანია “სეუ” და როგორ მოხდა კომპანიის პროფილის გაფართოება?
გეტყვით, რომ სანამ სეუ დეველოპმენტი შეიქმნებოდა, მანამდე საქართველოს ბაზარზე უკვე ოპერირებდა “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ”. მთლიანობაში საგანმანათლებლო სფეროში “სეუს” დაახლოებით 20 მილიონზე მეტი ოდენობის ფინანსური ინვესტიცია აქვს განხორციელებული. რაც შეეხება 2014 წელს ახალი მიმართულების განვითარებას, იგი ზოგადმა სამშენებლო გამოცდილებამ და გუნდის პროფესიონალიზმმა განაპირობა. ჩვენი პირველი პროექტია “მწვანე ეზო” ჯიქიაზე. მშენებლობა 15,000 კვადრატული მეტრის ფართობზე ხორციელდება და შეიცავს 1,500 კვ.მ-ს ფართობზე განლაგებულ, მრავალწლიანი ნარგავებით გამწვანებულ სარეკრეაციო ზონას. ზოგადად ტერიტორია გამორჩეულია თავისი ლოკაციით, რადგან შენობა განთავსებულია ურბანული ხმაურისგან მაქსიმალურად შორს, ხოლო გარემო ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთა და ჯანსაღია. ზემოაღნიშნული ფაქტორები ნამდვილად წარმოადგენს “მწვანე ეზოს” კონკურენტულ უპირატესობას. საინტერესოა ისიც, რომ ბინების დაგეგმარება მყიდველის გემოვნებისა და სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით მოხდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ასპექტია გადახდის პირობებიც, რომლებიც ასევე ძალიან მოქნილია. პირველადი შენატანი $1,000-ია , უკვე დაჯავშნის შემდეგ მყიდველი წლის ბოლომდე საერთო ღირებულების 20%-ს იხდის, ხოლო დასკვნითი ეტაპია ჩვენს პარტნიორ ბანკებთან, ანუ “საქართველოს ბანკთან”, “თიბისი ბანკთან” ან “ვითიბი ბანკთან” იპოთეკური სესხის პირობების შეთანხმება.
როგორია “მწვანე ეზოს” კონცეფცია?
“მწვანე ეზო” 19-სართულიან საცხოვრებელ ნაგებობას მოიცავს, რომელიც დატვირთული იქნება როგორც კომერციული, ასევე საოფისე ფართებით. აღნიშნულ შენობაში დამატებით განთავსებული იქნება ფიტნესცენტრი , რომელიც კორპუსის მცხოვრებლებს გარკვეული შეღავათიანი პირობებით მოემსახურება. რაც შეეხება თავად კონცეფციის ორიგინალურობას, გეტყვით, რომ ეს კორპუსი ორდონიანი იქნება: 16 სართულის ჩათვლით საცხოვრებელი ზონა იქნება წარმოდგენილი, ხოლო მე-17 სართულიდან მე-19 სართულის ჩათვლით კორპუსში გამწვანებული ტერასები მოეწყობა.
რა აუცილებელი ტექნიკური პროცედურები გაიარეთ მანამდე, ვიდრე “მწვანე ეზოს” პროექტის განხორციელებას დაიწყებდით?
ცხადია, მშენებლობის დაწყებამდე არაერთი აუცილებელი ეტაპი გავიარეთ. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ლოკაციის შერჩევა, რომელიც, როგორც გითხარით, ეკოლოგიურად სუფთა და მაქსიმალურად უხმაურო ტერიტორია უნდა ყოფილიყო. ძიების შედეგად არჩევანი შევაჩერეთ ჯიქიას ქუჩაზე, რომელიც, ვფიქრობ, აკმაყოფილებს ჩვენს პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს. იქიდან გამომდინარე, რომ “სეუ დეველოპმენტი” ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, თავისთავად დიდი დრო მოვანდომეთ სამშენებლო და სარემონტო მასალების შერჩევას, შესაბამისად, თითოეულ მასალას გააჩნია ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნულ მშენებლობას ავსტრიული საყალიბე მასალებით ვახორციელებთ, რაც საქართველოს სივრცეში არც ისე აპრობირებული პროდუქციაა, მიუხედავად მისი მაღალი ხარისხისა, ასე რომ ჩვენთვის ხარისხი და მობინადრეთა უსაფრთხოება პრიორიტეტულია.
მშენებლობის დასრულება როდის არის დაგეგმილი?
კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლა ორ ეტაპად გვაქვს დაყოფილი. მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო კორპუსი ექსპლუატაციაში სრულად მაქსიმუმ 2018 წლის მარტში შევა. აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მივიღეთ, რომ ვფიქრობთ, კორპუსის მომავალი ბინადრებისთვის სასიამოვნო იქნება ახალი წლის საკუთარ ბინაში შეხვედრა. რაც შეეხება დანარჩენ სამ თვეს, ეს პერიოდი ჩვენ კორპუსის ექსპლუატაციაში სრულად შესასვლელად აუცილებელი ტექნიკური დეტალების დასრულებისთვის დაგვჭირდება.
როგორია “სეუ დეველოპმენტის” სამომავლო გეგმები საქართველოს ბაზარზე პოზიციონირების გაუმჯობესების თვალსაზრისით ?
ჩვენი უმთავრესი მიზანია, რომ დროის უმოკლეს პერიოდში “სეუ დეველოპმენტმა” თბილისის მაქსიმალურად ბევრი უბანი მოიცვას და ბაზარზე მაქსიმალური დატვირთვით ვიყოთ წარმოდგენილი. ასევე ექსკლუზიურად Forbes Georgia-ს მკითხველისთვის ვიტყვი, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები ძველი თბილისის რაიონში. დაახლოებით 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ვამუშავებთ, ამჟამად უკვე დასრულებულია მიწის განაშენიანების რეგულირების გეგმა და პროექტირების რეჟიმში ვართ. ასევე დაახლოებით ერთ წელიწადში, მაქსიმუმ წელიწად-ნახევარში მოსახლეობას პრემიუმ-კლასის შერეული ტიპის საცხოვრებელ კომპლექსს შევთავაზებთ. ჩვენი გეგმის მიხედვით, აღნიშნულ კომპლექსში პრემიუმ-კლასის 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა იყოს წარმოდგენილი, სასტუმროსთან ამ ეტაპზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. დამატებით კომპლექსს როგორც აპარტ-ოტელის, ისევე კომერციული და საოფისე ცენტრის დატვირთვაც ექნება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $26 მილიონია.
დატოვე კომენტარი