“თბილისის კომუნიკაციის სკოლაში “სტრატეგიული კომუნიკაციის” პროგრამაზე სტუდენტთა მიღება უკვე დაიწყო. სკოლა სასწავლო აუდიტორიად უკვე გამოცდილ კადრებს მოიაზრებს. სასწავლო პროგრამა ექვსი თვის განმავლობაში 80 შეხვედრას მოიცავს.
– “ჩვენი მთავარი მიზანია, შევქმნათ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც კურსში ჩართულ ადამიანებს დაეხმარება, კომუნიკაციის ყველა საჭირო ინსტრუმენტს სიღრმისეულად გაეცნოს და პროფესიულ ცხოვრებაში შესაბამისად გამოიყენოს. ეს არ არის კურსი მხოლოდ მარკეტერებისთვის. ეს არის კურსი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამ კუთხით ცოდნის გაღრმავება და სწორი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება სურს. კურსი საინტერესო იქნება კომპანიის მფლობელებისათვის, მენეჯერებისთვის და ყველა იმ პროფესიონალისთვის, ვისაც ზუსტად ესმის რამდენად დიდი როლი აქვს მარკეტინგულ კომუნიკაცებს ორგანიზაციის მართვის პროცესში.” – აღნიშნავს ლევან გომშიაშვილი, სკოლის აღმასრულებელი დირექტორი.
სკოლაში განმარტავენ, რომ მაქსიმალურად ეფექტური სწავლებისთვის, თბილისის კომუნიკაციის სკოლამ ჩამოაყალიბა კათედრა, რომელზეც ყველა ლექტორი კოორდინირებულად მუშაობს.
სტრატეგიული კომუნიკაციის კურსში ჩაერთვებიან უცხოეთიდან მოწვეული პროფესიონალები.
ლექტორთა შორის იქნება ჯენიფერ ვონგი, რომელიც ამერიკულმა “Forbes”-მა 30 წლამდელ საუკეთესო მარკეტერთა სიაში მოახვედრა. იგი მილიარდად შეფასებული სტარტაპის Convoy-ს მარკეტინგის ხელმძღვანელია.
ასევე, ლექციებს წაიკითხავს სიბი ტომასი – Dubai Opera-ს სპონსორებსა და პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. Dubai Opera-ში გატარებული ორი წლის განმავლობაში, მან გააფორმა სასპონსორო კონტრაქტები ისეთ ბრენდებთან, როგორებიც არიან: Apple, Jaguar, MasterCard, Christian Dior, Bvlgari, Hermes და Pandora.
აუდიტორიის წინაშე წარდგება პაულინა ზახიც, რომელიც გალერეა Erarta-ს ყოფილი დირექტორი და Sila Sveta-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტია. იგი თანამშრომლობს lamborghini, BMW და მომღერალ Drake-თან.
რაც შეეხება ქართველ ლექტორთა გუნდს, “თბილისის კომუნიკაციის სკოლამ” ის იშვიათი და გამორჩეული პროფესიონალები შეკრიბა, რომლებსაც ქართულ ბაზარზე კომუნიკაციაში დიდი და წარმატებული გამოცდილება აქვთ. ასეთია, მაგალითად, ნათია სვანიძე, რომელიც ცნობილი Giovanni Morra-ს დამფუძნებელი და “სფეისის” მომხმარებელთა გამოცდილების გუნდის ლიდერია. გიორგი მირზიკაშვილი, რომელიც აუდიტორიას პროდუქტის ინოვაციებს შეასწავლის, Optio.ai-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია. გაგა დარსალია კი, რომელმაც არაერთი ჯილდოს მფლობელი სააგენტო Redberry შექმნა, დიჯითალის მიმართულებას გაუძღვება.
HOLMES&WATSON-ის სტრატეგიის ხელმძღვანელი უჩა ურუშაძე სტრატეგიული კომუნიკაციის საგნის ფარგლებში წარადგენს ბრენდ-პლატფორმის შექმნის გამოცდილ მეთოდს, რომელთა შედეგებია თიბისის კამპანიები “გამარჯობა” და “შენ”
სულხან ლაცაბიძე აუდიტორიას ჯეოსელის, კავკასუს ონლაინის, ვისოლისა და საქართველოს ლატარიის კომპანიის მარკეტინგის მართვის წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ბრენდ მენეჯმენტს შეასწავლის.
ლადო მალაზონია, Windfor’s-ის ყოფილი მთავარი სტრატეგი და ამჟამად JWT Metro-ს სტრატეგიის ხელმძღვანელი, კურსის მონაწილეებს მონაცემთა ანალიზის სიღრმეებში შეუძღვება.
ირინა ეგაძე კი დამსწრე პროფესიონალებს ღონისძიებების მენეჯმენტისათვის აუცილებელ ინსტრუმენტებს გაანდობს.
ექვსთვიანი სასწავლო პროგრამის საფასური 6000 ლარია. გათვალისწინებულია სტიპენდია. “სტრატეგიული კომუნიკაციის” კურსი მოიცავს 8 საგანსა და 80 შეხვედრას, რომელიც “ბილტმორის” ამფითეატრში გაიმართება.
დატოვე კომენტარი